დედა 55 წლისაა, თუმცა ყველას 30 წლის ჰგონია. მარტივი პროცედურა თქვენს კანს ათიოდე წლით გააახალგაზრდავებს

91066

გამოვიყურებოდეთ ჩვენს რეალურ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად, ლამაზად და მიმზიდველად – თითოეული ქალბატონის სურვილი. ამ შედეგის მისაღწევად, როგორც წესი, ჩვენ დახმარებისთვის არაერთ კოსმეტიკურ პროდუქტსა და პროცედურას მივმართავთ, თუმცა საკმაოდ ხშირად აბსოლუტურუად უშედეგოდ.

იმისათვის, რომ შუახნის ასაკშიც კი თინეიჯერი გოგონასავით გამოვიყურებოდეთ, აუცილებელია რეგულარულად კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაზე და მოშორებაზე ზრუნვა. სწორედ ასეა შესაძლებელი კანის ნაადრევი დაბერების თავიდან არიდება, ნაოჭების გაგლუვება და საკუთარი თავის ვიზუალურად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მარტვ და ხელმისაწვდომ საშუალებას, რომელიც მოცემულ დავალებას მინიმალურ დროში გაართმევს თავს. თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ძალიან მალე შენიშნავთ.

როგორ დავუბრუნოთ ახალგაზრდობა კანს

თქვენ დაგჭირდებათ: 

  • კალციუმის ქლორიდის 5-10%-იანი ხსნარი
  • საბავშვო საპონი
  • ბამბის დისკები

კალციუმის ქლორიდის ხსნარის შეძენას შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში, ხელმისაწვდომ ფასად.

ინსტრუქცია: 

  1. გახსენით ამპულა. ბამბის დისკი დაასველეთ კალციუმის ქლორიდის ხსნარით და ნელი წრიული მოძრაობებით წაისვით ის სახის კანზე. აკეთეთ მსუბუქი მოძრაობები იქამდე, სანამ ეს საშუალება კანის ფორებში ბოლომდე არ შეიწოვება. როდესაც ხსნარი სახეზე შეგაშრებათ, გაიმეორეთ იგივე პროცედურა. საერთო ჯამში თქვენ უნდა შეასრულოთ 5 გამეორება. თუ მსუბუქი წვის ან ჩხვლეტის შეგრძნებამ შეგაწუხათ, ამაში საგანგაშო არაფერია.
  2. როდესაც კალციუმის ქლორიდის ხსნარის ბოლო ფენა შეგაშრებათ, დაისველეთ თითის ბალიშები, აიქაფეთ საბავშვო საპნით და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი მთელ სახეზე. საბავშვო საპონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სარეცხი საპნითაც.
  3. კანის საპნით კარგად დამუშავების შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

რატომ არის ეს მეთოდი ეფექტური? 

საქმე იმაშია, რომ კალციუმის ქლორიდი შედის რეაქციაში კალიუმისა და ნატრიუმის ფენებთან, რომელთაც საბავშვო საპონი შეიცავს, რის შედეგადაც წარმოიქმნება კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი და უხსნადი კალციუმის მარილი. თითოეული ეს ნივთიერება ეფექტურად გვაშორებს მკვდარ უჯრედებს და აქვს დადებითი გავლენა ჩვენი კანის მდგომარეობაზე.

აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!