ფრჩხილის სოკო უკან დაიხევს, უსიამოვნო სიმპტომები კი ბოლომდე გაქრება, თუ ამ საშუალებას გამოიყენებთ

31357

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მხოლოდ კარგი ჰიგიენა არ კმარა სოკოს თავიდან ასარიდებლად. თუ სოკოვანი ინფექცია თქვენთვის ნაცნობია, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად რთულია მისი ბოლომდე განკურნება.

სააფთიაქო პრეპარატებისა და მალამოების გამოყენების გარდა, გირჩევთ ცადოთ ხალხური საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. მისი დახმარებით მარტივად შეიმსუბუქებთ ინფექციისათვის დამახასიათებელ უსიამოვნო სიმპტომებს და დააჩქარებთ გამოჯანმრთელების პროცესს.

როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილისა და კანის სოკოს სახლის პირობებში?

ვაშლის ძმრის გამოყენება ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ – პრაქტიკა, რომელიც მრავალი საუკუნეა გამოიყენება. მისი ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.

დერმატოლოგები უწევენ რეკომენდაციას ამ პრაქტიკას სოკოვანი ინფქეციის პროფილაქტიკისთვის.

რეგულარულად გაიკეთეთ ფეხის აბაზანები ვაშლის ძმრის დამატებით, რათა შეძლოთ მკურნალობის პროცესის დაჩქარება და უსიამოვნო სიმპტომების დამარცხება.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.ჭ. ვაშლის ძმარი
  • 5 ს.კ. საჭმელი სოდა
  • 3 ლიტრი ცხელი წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. აბაზანის მოსამზადებლად აავსეთ ტაშტი ცხელი წყლით, რომლის ტემპერატურაც შეადგენს დაახლოებით 50-60 გრადუსს.
  2. ჩაასხით მასში 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი და მოათავსეთ ფეხები 15-20 წუთით.
  3. ბოლომდე შეიმშრალეთ ფეხები, დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი კვლავ გაიმეორეთ პროცედურა, თუმცა ამჯერად დაამატეთ 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდაც.

თუ ამ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებებს ძალიან მალე იხილავთ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ სოკოვანი ინფექციის სამკურნალო ამ მეთოდის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!