ხაჭოს უგემრიელესი შიგთავსით მომზადებული კრაკოვული ნამცხვარი. გემო, რომელიც არასდროს დამავიწყდება

617

შემოგთავაზებთ ხაჭოთი მომზადებული კრაკოვული ნამცხვრის რეცეპტს. უგემრიელესი და უნაზესი დესერტი საოცრებაა.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ (ჭიქა-ნახევარი)
  • შაქარი 60 გრ
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი
  • კარაქი (ცივი) 150 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 50 გრ

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქიშმიში 120 გრ
  • ხაჭო 500 გრ
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 120 გრ
  • რძე 60 მლ
  • სიმინდის სახამებელი 60 გრ
  • მარილი მწიკვი
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

  • შაქრის ფხვნილი 4 ს. კ.
  • არაჟანი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ქიშმიშს დაასხით ადუღებული წყალი და ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და გააშრეთ.

2. თასში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ჩაახეხეთ ცივი კარაქი. თანდათან დაამატეთ კვერცხი, არაჟანი და მოზილეთ რბილი ცომი.

3. მზა ცომი გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად. პატარა ნაწილს შემოახვიეთ საკვების პარკი და შედეთ მაცივარში.

4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ქაღალდი ამოიტანეთ ფორმის გვერდებზეც. ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ ფორმის ზედაპირზე (გვერდებზე არ ამოიტანოთ) და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

5. ფორმა შიგთავსის მომზადებამდე შედეთ მაცივარში.

6. ხაჭოს დაამატეთ 5 ცალი კვერცხის გული (ცილა კი ცოტა ხნით შედეთ მაცივარში), რძე, შაქარი, სახამებელი, მარილი, ვანილის შაქარი და დააბლენდერეთ. შემდეგ ხაჭოს მასას შეურიეთ ქიშმიში.

7. ცივი ცილა ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე და შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ხაჭოს შიგთავსს.

8. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მომზადებული შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ ცომზე.

9. ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფენად, დაჭერით გრძივ ზოლებად და შიგთავსზე გამოსახეთ ბადე.

10. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.

არაჟანი და შაქრის ფხვნილი აურიეთ და ცხელ ნამცხვარს ზემოდან წაუსვით. ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ.

ჰაეროვანი ცომის, არომატული შიგთავსისა და არაჟნის მინანქრის კომბინაცია ზღაპრულად გემრიელია.