თუ დილა ყავის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ძალიან გაგიმართლათ. 10 სამეცნიერო ფაქტი არომატულ სასმელზე

13008

ნეტავ თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელმაც ყავის გემო არ იცის? ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ყოველ დილით ყავის მირთმევა რუტინად იქცა. ამ სასმელის გარეშე გამოფხიზლება უკვე ძალიან გვიჭირს…

მეცნიერების მოსაზრებაზე დაყრდნობით, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 10 გასახარებელ მიზეზს, თუ რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღიურად ეს არომატული სასმელი.

1. ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა

ადამიანის ორგანიზმი იღებს გაცილებით დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს ყავიდან, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან.

2. ყავის სუნი ფლობს ანტისტრესულ ეფექტს

კორეელი მკვლევარების მტკიცებით, ყავის არომატი გარკვეული გზით მოქმედებს ცილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტვინის დაძაბულობასთან და ის გვეხმარება პოზიტიურად აზროვნებაში.

3. ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება

ჟურნალ ”Science Daily”-ში 2012 წელს დაბეჭდილი სტატიის მიხედვით, ყავა ეხმარება პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს საკუთარი მოძრაობების უკეთ გაკონტროლებაში.

4. ყავა ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლის მოყვარული ხართ)

22 წლიანი კვლევის შედეგების თანახმად, რომელშიც მონაწილეობა 125000 ადამიანმა მიიღო, დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში მინიმუმ 1 ფინჯან ყავას მიირთმევენ, ციროზის განვითარების რისკი 20%-ით დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც ამ სასმელის მიმართ გულგრილები არიან.

5. ყავა ამცირებს მიდრეკილებას სუიციდისადმი

დღეში 2-4 ფინჯანი ყავა თვითმკვლელობის სურვილს 50%-ით ამცირებს.

6. ყავა ამცირებს კანის სიმსივნის განვითარების რისკს

7. აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს

კოფეინი ზრდის სისხლში ცხიმოვანი მჟვების შემცველობას, რაც ეხმარება კუნთებს ცხიმების ენერგიად გარდაქმნაში.

8. ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს

მკვლევარების მტკიცებით, ადამიანებში, რომლებიც დღეში საშუალოდ 4 ჭიქა ყავას მიირთმევენ, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკი 50%-ით დაბალია.

9. ყავა სასარგებლოა ტვინისთვის

ტელეკომპანია ”CNN”-მა დაამტკიცა, რომ ყავა ეხმარება ადამიანის ტვინს უკეთ მუშაობაში.

10. ყავა გხდით ბედნიერს

კვლევამ, რომელიც აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარდა, შემდეგი რამ გვიჩვენა: ადამიანები, რომლებიც კვირის განმავლობაში საშუალოდ 4 ფინჯან ყავას მიირთმევენ, 10%-ით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილები დეპრესიისკენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ამ სასმელის მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევიან.

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის ყავის მოყვარული მეგობრებისთვის გაზიარება!