ექიმების მტკიცებით, პოდაგრის ბოლომდე განკურნება, პრობლემის ძირფესვიანად აღმოფხვრა და ყველა გვერდითი მოვლენის უკნა მოტოვება – შეუძლებელია. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამ აზრს. მიუხედავად ამისა, არსებობს არაერთი სააფთიაქო პრეპარატი, რომელიც ამ დაავადებით დასნებოვნებულ ადამიანს სრულფასოვნად ცხოვრებაში ეხმარება. სამწუხაროდ, ასეთი აბები იწვევს შეჩვევასა და დამოკიდებულებას, დროთა განმავლობაში კი მათი ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს არაერთი ძალიან ეფექტური ნატურალური საშუალება, რომელიც მინიმუამდე შეამცირებს უსიამოვნო სიმპტომებსა და შეგრძნებებს.
პოდაგრას თან ახლავს სახსრების ძლიერი ტკივილი, ართრიტის შეტევები, კანქვეშა წარმონაქმნების გაჩენა და ა.შ. ყველაზე ხშრად პაციენტებს სოწრედ ფეხის თითების ძვლებისა და სახსრების დაზიანება აღენიშნებათ. რეგულარული კონრტოლი – ერთადერთი გამოვასავლი, რომელიც მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ.
დიეტა პოდაგრის დროს
ამ შემთვევაში სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ვეგეტარიანულ დიეტას. თუ თქვენ პოდაგრა გაწუხებთ, მაქსიმალურად უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, ბოსტნეულის სუპებით და რძემჟავა პროდუქტებით. მდგომარეობა რომ შეიმსუბუქოთ, თქვენ აუცილებლად უნდა მიირთვათ ხაჭო და ყველის ჭყინტი სახეობობი.
პოდაგრის დროს ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად მიიჩნევა კომბოსტო, სტაფილო, ყაბაყი, კარტოფილი, კიტრი და ბადრიჯანი. რეკომენდებულია ისპანახის, ბოლოკისა და ნიახურის რაოდენობის შემცირება რაციონში.
თუ მარილის ბოლომდე აკრძალვა გიჭირთ, შეეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ მისი რაოდენობა. ძალზედ მნიშვნელოვანია ყოველდღიურად საკმარისი რაიოდენობით წყლის მირთმევა, რეგულარულად თავის განებივრება სხვადასხვა ბალახეულის ჩაით, ნატურალური კვასით და ხილის ახალადგამოწურული წვენებით.
თუ პრობლემის გამწვავებას გრძნობთ, აუცილებლად აკრძალეთ ხორცი და თევზი. ყოველ მე-3 დღეს უნდა მოაწყოთ განტვირთვის დღე, ანუ იკვებოთ მხოლოდ კეფირით, ბოსტნეულით, ხაჭოთი და მსგავსი მსუბუქი საკვებით.
გარდა თევზისა და ხორცის აკრძალვისა, მიზანშეწონილია უარის თქმა ლობიოს ნებისმიერ სახეობაზე, ძლიერ ჩაიზე და ყავაზე, შოკოლადზე, ლეღვზე, ყურძენზე და ჟოლოზე. საერთოდ უდნა დაივიწყოთ ცხარე საკვების შესახებ.
ასეთი დიეტის დახმარებით, თქვენ დაირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პოდაგრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. გარდა კვებაში არაერთი შეზღუდვისა, პრობლემას გარეგნულადაც უნდა ებრძოლოთ. უბრალო საჭმელი სოდა – პროდუქტი, რომელიც მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ და უსიამოვნო სიმპტომებს მოგაშორებთ.
სოდა პოდაგრის დროს
სოდის აბაზანები არაჩვეულებრივად ხსნის სახსრების დაღლილობას და ახშობს უსიამოვნო სიმპტომებს. 3 ლიტრ თბილ წყალში უნდა გახსნათ 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 9 წვეთი იოდი. მიღებულ აბაზანაში ფეხები მოათავსეთ დაახლოებით 5-7 წუთით და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი ხელების დახმარებით. დაღლილობა მყისიერად გაქრება.
შეგიძლიათ სპეციალური მალამოს მომზადებაც, რომელიც დაგავიწყებთ ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს. შეურიეთ ერთმანეთში 0,5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, 30 გრამი გახეხილი სარეცხი საპონი, 100 მლ მზესუმზირის ზეთი და 50 მლ ნავთი. მზა ნარევი დააყოვნეთ ბნელ ადგილას 72 საათის განმავლობაში და შემდეგ გამოიყენეთ მტკივანი სახსრების დასამუშავებლად.
პაციენტების ერთი ნაწილი სოდის წყალხსნარს შინაგანადაც იღებს, რათა გააძლიეროს ეფექტი, თუმცა სოდის გადაჭარბებულად მიღება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასეთ დროს რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და მხოლოდ მისი დანიშნუნების მიხედვით მოქმედება.
თუ თქვენ შესაბამის დიეტას დაიცავთ და ამ საშუალებებს გამოიყენებთ, საგრძნობლად შეძლებთ მდგომარეობის გაუმჯობესებას და დაიბრუნებთ სიცოცხლის ხალისს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!