პომიდვრის ცხიმმწველი სასმელი ჭარბი წონის უძლიერესი მტერია. მოამზადეთ, მიირთვით და დაელოდეთ შედეგს

2993

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომელმაც ჭარბი წონის პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას, ცხოვრების მჯდომარე სტილია. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ენიჭება კვებასაც, თუმცა რატომ ხდება ისე, რომ მიუხედავად რაციონის დაბალანსებისა ზედმეტ კილოგრამებს მაინც ვერ ვიშორებთ?!

თუ კვებაში ცვლილებების შეტანის მიუხედავად ზედმეტ კილოგრამებს ვერაფრით იშორებთ, გირჩევთ, დახმარებისთვის ნატურალურ ცხიმმწველ საშუალებებს მიმართოთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო საშუალების შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ეფექტურად წმენდს ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან, აჩქარებს მეტაბოლიზმს, გვამარაგებს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, სტიმულირებს ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესს. დაუჯერებლად ჟღერს, არა? ეს სასმელი ნამდვილად მუშაობს, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით.

ჩვენი რჩევა იქნება, მაქსიმალურად მოარიდოთ თავი სხვადასხვა დარეკლამებულ პროდუქციას, რათა არ იქცეთ მარკეტინგული ხრიკების მსხვერპლად! თუ წონის დასაკლებად რაიმე საშუალებასა და ხერხს მიმართავთ, გარდა ვარჯიშისა და დიეტისა, ის აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ცხიმმწველი სასმელი ჭარბი წონის მოსაშორებლად

დაგჭირდებათ:

  • 4 კბილი ნიორი
  • 4 საშუალო ზომის პომიდორი
  • 250 მლ წყალი
  • ყინულის კუბიკები
  • 6 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მზა სასმელს დაუმატეთ ყინულის კუბიკები.
  3. მიირთვით ეს სასმელი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ საუზმობიდან 30 წუთის შემდეგ.

ლიკოპინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს პომიდორი, არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია. ის დაგეხმარებათ ცხიმოვანი ფენებისგან, ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში.

რაც შეეხება ნიორს, ის ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც გარდა ორგანიზმის გაწმენდისა, გვიუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობასაც.

თუ ამ ცხიმმწველი სასმელის მიღების პარალელურად კვების რაციონს მთელი მარცვლებით, ხილით, ახალი ბოსტნეულითა და მწვანე ჩაით გაამდიდრებთ, უტყვით უარს ადვილ ნახშირწყლებზე და ცხიმში მობრაწულ კერძებზე, სასიამოვნო ცვლილებებს ძალიან მალე იხილავთ!

თუ კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, ამ საშუალების მიღებამდე რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა ოჯახის ექიმთან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!