როდესაც ექიმები პატარა იმედსაც ვეღარ გვისახავდნენ, ამ მარტივი რეცეპტით მეუღლემ ღვიძლის ციროზს უმკურნალა

23765

72 წლის ასაკში ჩემი მეუღლე ძლიერ ავად გახდა. თითქოს ერთდოულად მთელი მისი ორგანიზმისა და ყველა შინაგანი ორგანოს მუშაობა დაირღვა. რა არ მოვიმოქმედეთ, ექიმები იმედსაც კი აღარ გვაძლევდნენ და ჩემი ქმრის გამოჯანმრთელების პროცესს ძალზედ პესიმისტურად, სკეპტიკურად უყურებდნენ.

ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის ამ ძალზედ რთული პერიოდის შესახებ ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, შევეცდები, მაქსიმალურად მოკლედ გადმოგცეთ ეს ისტორია. ღვიძლის ციროზი – დიაგნოზი, რომელიც ექიმებბმა ჩემს მეუღლეს დაუსვეს და მისი გამოჯანმრთელების პატარა იმედსაც კი ვერ გვისახავდნენ.

ექიმების თქმით, პრობლემას იმდენად მწვავე ფორმა ჰქონდა შეძენილი, რომ ღვიძლის ფერმენტების გამომუშავების პროცესი ბოლომდე დარღვეული იყო. მეუღლეს პირში სიცხარის მუდმივი შეგრძნება აწუხებდა, ხოლო მისი ენა მუქი შავი შეფერილობის გახდა.

იმ მომენტში, როდესაც გავაანალიზეთ, რომ ექიმები უძლურები იყვნენ, აღარაფერს ვკარგავდით… გადავიწყვიტე, ჩემი მეუღლის მდგომარეობის შესამსუბუქებლად ერთი ხალხური რეცეპტი გამომეყენებინა. 2-3 თვის განმავლობაში შვრიის ნახარშის ყოველდღიურად მიღებამ დაუჯერებელი შედეგი გამოიღო: სიცხარის მუდმივი შეგრძნება პირის ღრუში გაქრა, ხოლო ენის სიშავე წარსულში დარჩა და მან თავისი ბუნებრივი ფერი დაიბრუნა.

შვრიის ნახარში

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის ჭიქა შვრია
  • 1 ლიტრი მდუღარე წყალი

ინსტრუქცია:

  1. მოათავსეთ შვრია თერმოსში, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 7 საათით.
  2. გადაწურეთ და მიღებული ნახარში მიირთვით დღეში 3-ჯერ 1 ჩაის ჭიქის ოდენობით.

როდესაც შვრიის სასარგებლო თვისებებით დავინტერესდი, აღმოვაჩინე, რომ ეს პროდუქტი მინერალებისა და ვიტამინების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა.

თუ თქვენ რაიმე სახის ავადმყოფობა გაწუხებთ, აუცილებლად უნდა გაანალიზოთ ის ფაქტი, რომ ამ დროს ჩვენი ორგანიზმი და ორგანოები სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს განიცდის, რის შედეგადაც მათი თავდაცვითი ძალები საგრძნობლად მცირდება.

თუ სხეულს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა ვიტამინით, მინერალითა და სხვა სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით შეავსებთ, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას მარტივად შეძლებთ! ადამიანის ორგანიზმი ხომ ურთულესი და უძლიერესი მექანიზმია, რომელსაც თვითგანკურნების ძალაც კი შესწევს.

შვრიის ნახარშის წყალობით, ჩემი მეუღლე დღემდე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ამ სასმელს უკვე რეგულარულად ვსვამ პირადად და ვასმევ ჩემს შვილებსაც, რათა თავიდან ავირიდოთ ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემა.

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, შიმშილობის პერიოდში, ჩვილ ბავშვებს სწორედ შვრიის ნახარშს ასმევდნენ, რომელიც მკვებავი თვისებებით ძალიან ჰგავს დედის რძეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისრუვებთ ჯანმრთელობას!