გიკვირთ იმ ადამიანების, რომლებიც წონას მარტივად იკლებენ? თუ თქვენც ჩემსავით ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც ზედმეტი კილოგრამების მოშორება ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებასთან ასოცირდება, დაფნის ჩაი აუცილებლად დაგეხმარებათ!
საკმაოდ ხშირად შეშუპებულ, დასივებულ სახესა და კიდურებს საფუძვლად არა ჭარბი წონა ან მსხვილი ძვალი, არამედ ორგანიზმში წყლის ცვლისა და მარილის ბალანსის დარღვევა უდევს. თუ ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლება გვსურს, პირველ რიგში, ამ პროცესების დარეგულირებასა და სხეულიდან ზედმეტი სითხის მოშორებაზე უნდა ვიზრუნოთ.
დაფნის ჩაი წონის დასაკლებად
ნებისმიერი საშუალების მიღების პარალელურად, თქვენ აუცილებლად უნდა გამორიცხოთ კვების რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი და ზედმეტად მარილიანი პროდუქტები. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური კვების რაციონში მარილი ძალიან ჭარბობს, რაც დამღუპველი შეცდომაა. სოწრედ მარილია პასუხისმგებელი წყლის ათვისებაზე, მისი მოჭარბებული დონის შედეგად კი სითხე იწყებს შეკავებას და თავს იჩენს შეშუპება.
თუ ზედმეტი სითხის მოშორება გსურთ, აუცილებლად უნდა გამორიცხოთ კვების რაციონიდან შემწვარი, ცხიმიანი და მარილიანი საკვები. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურ რაციონში მარილი ძალიან ჭარბობს, რაც დამღუპველი შეცდომაა. მარილი აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენს სხეულში მოხდეს საჭირო რაოდენობით წყლის ათვისება, თუმცა როდესაც მისი ბალანსი დარღვეულია და ორგანიზმში მარილის დონე ჭარბობს, იწყება ზედმეტი სითხის შეკავების პროცესი, რამაც საშინელ შეშუპებამდე და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
გამოსავალი ამ უსიამოვნო პრობლემიდან დაფნის ფოთლების ჩაიშია! ეს სწორედ ის ნატურალური შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ამარცხებს შეშუპებას, არეგულირებს ჩვენს სხეულში წყლის ცვლის პროცესებს და გამოდევნის ზედმეტ სითხეს. იცოდით, რომ სავსებით შესაძლებელია, ზრდასრული ადამიანის სხეულში 4 ლიტრამდე ზედმეტი სითხე დაგროვდეს? მის მოშორებას დაახლოებით 1 კვირაში შეძლებთ დღევადნელი ჩვენი რეცეპტით.
მწვანე ჩაი დაფნის ფოთლით – საშუალება, რომელიც ნამდვილი მისწრებაა მათთვის, ვისაც მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ორიოდე ზედმეტი კილოგრამის მოშორება სურთ.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
- 800 მლ წყალი
- დარიჩინის ერთი ჩხირი
- 3 ს.კ. მწვანე ჩაი
- 1-2 დაფნის ფოთოლი
ინსტრუქცია:
- აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მას ყველა ინგრედიენტი.
- ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 15 წუთით.
- მზა, ოდნავ გაგრილებული ჩაი გადაწურეთ და გაყავით 3 თანაბარ ულუფათ.
- მიირთვით პირველი ულუფა დილას, საუზმობამდე, მეორე ულუფა – სადილის შემდეგ, ხოლო მესამე ულუფა – დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!