ტუტე წყალი თავიდან გვარიდებს კიბოს, გამოდევნის სხეულიდან ტოქსინებს და გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. მოამზადეთ ის სწორად

1899

თქვენი ორგანიზმის შრომისუნარიანობა და გამართული ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული მჟავა-ტუტოვან ბალანსზე. არასწორი კვებისა და ცხოვრების არაჯანსაღი სტილის შედეგად ჩვენს ორგანიზმში ირღვევა ეს ბალანსი და წარმოიქმნება მჟავა გარემო, რაც შინაგანი ორგანოებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. იმისათვის, რომ აღიდგინოთ pH-ის ოპტიმალური დონე, რეკომენდებულია რეგულარულად ტუტე წყლის მირთმევა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ.

ტუტე წყალი

ყველამ კარგად ვიცით, რომ ორგანიზმის ოპტიმალური მუშაობისთვის აუცილებელია მისი სათანადოდ დატენიანება და დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრი სუფთა წყლის მირთმევა. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილის, მჯდომარე წესისა და არასწორი კვების შედეგად ბალანსი ჩვენს ორგანიზმში ირღვევა და წარმოიქმნება მჟავა გარემო, რაც წარმოადგენს ხელსაყრელ პირობას მავნე მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, შეიძლება თავი იჩინოს არაერთმა სერიოზულმა დაავადებამ.

ტუტე წყლის სასარგებლო გავლენა

გარდა იმისა, რომ ტუტე წყალი არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, ის ფლობს კიდევ არაერთ უპურატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის:

  1. ტუტე წყალი თავიდან გვარიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  2. ის ძალზედ ეფექტურია ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური პათოლოგიების პრევენციისთვის.
  3. ტუტე წყალი თავიდან გვარიდებს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას და გამოდევნის სხეულიდან ტოქსინებს.
  4. ის არეგულირებს სისხლის pH დონეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში.
  5. ტუტეს მაღალი კონცენტრაციით გამორჩეული წყალი ბოლომდე ატენიანებს ორგანიზმის ყველა უჯრედს და საგრძნობლად აფერხებს დაბერების პროცესს.

ტუტე წყალს იღებენ რთული ფილტრაციის გზით და ის საკმაოდ ძვირადაც ფასობს, თუმცა ტუტეს მაღალი კონცენტრაციით გამორჩეული წყლის დამზადებას შეძლებთ სახლში საკუთარი ხელითაც, თანაც ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. არსებობს ორი მარტივი რეცეპტი, რომელთა შესახებ ახლა დეტალურად გიამბობთ.

რეცეპტი № 1

აიღეთ ჭურჭელი, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური, ჩაასხით მასში 1 ლიტრი წყალი, დაამატეთ 8 ნაწილად დაჭრილი ლიმონი (თავის კანთან ერთად) და 1 ჩ.კ. ჰიმალაის მარილი. დააყოვნეთ ეს ნარევი ოთახის ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში. დილით, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით ის 3 ჭიქის ოდენობით.

რეცეპტი № 2

ეს ტუტე წყლის მომზადების ერთ-ერთი ყველაზე იოლი გზაა. თქვენ უბრალოდ უნდა ადუღოთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და მიირთვათ, როდესაც გაგრილდება. ასე თქვენ წყლის pH დონეს 7,2-დან 8,4-მდე გაზრდით.

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტუტე-წყლის მიღებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, ისარგებლოთ პირველი რეცეპტით, რადგან წყლის დუღილის შემდეგ მასში მავნე ბაქტერიებთან და მიკროორგანიზმებთან ერთად სასარგებლო ნივთიერებებიც ნადგურდება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია და მოუწოდეთ, რეგულარულად მიირთვან ტუტე წყალი. ასე კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება ღრმა სიბერემდეა შესაძლებელი!