ლიმონიანი წყალი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, B ჯგუფის ვიტამინებით, C ვიტამინით, ფოსფოსორით, ეთერზეთებით, კალიუმით, ფლავონოიდებითა და ნახშირწყლებით. აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს უძლიერესი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.
ვიტამინებით, მაგნიუმით, პექტინით, კალციუმით, ლიმონენით, ბიოფლავონოიდებითა და ლიმონმჟავით მდიდარი ლიმონის წყალი ეფექტურად ებრძვის ინფექციებს.
ლიმინიანი წყალი წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს წონის კლებას, თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას, ქმნის ტუტე გარემოს და აბალანსებს ორგანიზმის pH ბალანსს.
თუ ყოველ დილას დალევთ ლიმონიან წყალს აირიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემებას.
- დამღლელი ვარჯიშის შემდეგ დალიეთ ლიმონიანი წყალი. მოგიხსნით დაღლილობასა და კუნთების ტკივილს.
- ამცირებს მადას და ხელს უწყობს წონის კლებას. ლიმონი შეიცავს ვიტამინებსა და ფერმენტებს, რომლებიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის დაბალანსებას. ლიმონი შეიცავს პექტინს, რომელიც ამცირებს საკვებისადმი ლტოლვას.
- ლიმონის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
- ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამნს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.
- ამცირებს სახსრების ტკივილის, ხსნის შეშუპებას. ლიმონიანი წყალი ამცირებს სახსრებში შარდმჟავას რაოდენობას, რაც ანთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, განსაკუთრებით ართრიტის შემთხვევაში.
- ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას
- ლიმონი ანეიტრალებს მჟავიანობას, რაც ქსოვილის ანთების ძირითადი მიზეზია.
- ლიმონიანი წყალი საუკეთესო საშუალებაა საკვებით მოწამვლის დროს.
- თირკმლის ქვების მკურნალობა და პროფილაქტიკა
- ლიმონი შეიცავს კალიუმს, რომელიც ზრდის შარდში ციტრატის დონეს, აფერხებს ოქსალატის წარმოქმნას.
- კოლიტი ვითარდება ორგანიზმში მჟავა/ტუტე დონის დისბალანსის დროს. ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად მიღება ამცირებს ორგანიზმში მჟავიანობას და აბალანსებს pH დონეს.
- ლიმონიანი წყალი ეხმარება მეტაბოლიზმს ორგანიზმში შექმნას ტუტე გარემო და ამით აფერხებს აკნეს განვითარებას. შეგიძლიათ ლიმონიანი წყალი წაისვათ კანზე, უშალოდ პრობლემურ ადგილებზე. ლიმონიანი წყალი აუცილებლად წაისვით საღამოს ან მოერიდეთ მზეზე გასვლას.
- ამცირებს ალკოჰოლისადმი ლტოლვას.
- აძლიერებს ფრჩხილებს და აქრობს თეთრ ლაქებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!