როგორ გამოვიყენოთ ვაზელინი ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის ალტერნატივად

64116

ვაზელინი კანის მოვლის საუკეთესო და ბიუჯეტური საშუალებაა. ვაზელინი სწრაფად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კანის ზედა ფენებიდან ტენიანობის ნელ აორთქლებას და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას. ვაზელინი ისეთივე სასარგებლოა, როგორც ცნობილი ფურცლის ნიღბები.

სასურველია, გამოიყენოთ კოსმეტოლოგიური ვაზელინი.

გაითვალისწინეთ მოცემული მითითებები, გაიკეთეთ ვაზელინის ნიღაბი და მიიღეთ მაქსიმალური ეფექტი.

  1. გაიწმინდეთ სახის კანი. ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კისერზე, მკერდის ზონაზე, ხელებზე. კანი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და ცოტა ტენიანი. შემდეგ წაისვით მკვებავი საცხი.
  2. საცხზე სქელ ფენად გადაისვით ვაზელინი.
  3. გაიჩერეთ 20-30 წუთი. თუ ვაზელინი დაიწყებს გაშრობას, წყლით ან მწვანე ჩაის ნაყენით დაისველეთ ხელი და მსუბუქი დარტყმებით დაიტენიანეთ ვაზელინი.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ვაზელინი აიღეთ ხელსახოცით და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ საპონიც. ააქაფეთ საპონი, თხელ ფენად წაისვით და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

არ არის რეკომენდებული ვაზელინის სისტემატურად გამოყენება. ის გადაუდებელი საშუალებაა ზედმეტად გამომშრალი კანისთვის. საუკეთესო საშუალებაა დღესასწაულების წინ კანის გასაცოცხლებლად. კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.

ვაზელინი ფურცლის ნიღბების საუკეთესო შემცვლელია. გაიკეთეთ ვაზელინის ნიღაბი ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ.