ქოლესტერინის მაღალი დონე და სისხლის მომატებული წნევა – ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს გაცილებით მძიმე დაავადებებს.
როგორც მოგეხსენებათ, ქოლესტერინს ყოფენ ორ ჯგუფად: კარგი და ცუდი ქოლესტერინი. რაც უფრო მაღალია ცუდი ქოლესტერინის დონე სისხლში, მიდ უფრო დიდია გულის დაავადებების განვითარების ალბათობა.
რაც შეეხება მაღალ წნევას, ის აფერხებს სისხლის მიწოდებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისათვის, რაც ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ სისხლის წნევისა და ქოლესტერინის დონის მოწესრიგებას. იმოქმედედ დაუყონებლივ, რათა თავიდან აირიდოთ მძიმე შედეგები.
1. იკვებეთ პატარა ულუფებით
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საკვები, რომელსაც მიირთმევთ, თუმცა არანაკლები ყურადღება უნდა დაუთმოთ ულუფებს. დღის განმავლობაში იკვებეთ 5-ჯერ ან 6-ჯერ პატარ-პატარა ულუფებით. ერთ ჭამაზე საკვების დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია არა მხოლოდ კუჭისთვის, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც.
2. მთელი მარცვლეული თეთრი ფქვილის ნაცვლად
თეთრი ფქვილი ძალიან საზიანოა არა მხოლოდ თქვენი ფიგურისთვის, არმედ მთელი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. თეთრი პური და მაკარონი აუცილებლად ჩაანაცვლეთ მთელი მარცვლეულისაგან მომზადებული პროდუქტებით, რათა თავიდან აირიდოთ ქოლესტერინის დონის მატება და სისხლის წნევის მკვეთრი ცვლილებები.
3. ორაგული
აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი პროდუქტებით, რომლებშიც მაღალია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების შემცველობა. ესენია: ორაგული, სკუმბრია, ნიგოზი, ნუში, სელის თესლი და ა.შ.
4. დარიჩინი
ეს არომატული სანელებელი ძალზედ ეფექტურია ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. დაამატეთ დარიჩინი თქვენს სალათბში, დესერტებსა და კერძებში, რათა მოიწესრიგოთ ქოლესტერინის დონე და სისხლის წნევა.
5. კალიუმი
თუ სისხლის მაღლი წნევა და ქოლესტერინის ჭარბი დონე გაწუხებთ, აუცილებლდ იზრუნეთ ორგანიზმში კალიუმის მარაგის შევსებაზე. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ კვების რაციონის კალიუმის შემცველი პროდუქტებით გამდიდრება, რეკომენდებულია ამ მინერალის მიღება დანამატების სახით.
6. თქვით უარი მავნე საკვებ პროდუქტებზე
ნატრიუმის დონის მატების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი, რომელიც თავის მხრივ იწვევს წნევის მკვეთრ ცვლილებებსა და ქოლესტერინის მოჭარბებას, არაჯანსაღი საკვებია. აუცილებლად თქვით უარი ე.წ. ფასტ-ფუდზე, ზედმეტად ცხიმიან საკვებზე, არომატიზატორების შემცველ პროდუქტებზე, ძეხვეულზე, გაზირებულ უალკოჰოლო სასმელებზე და ა.შ.
7. საზამთრო და მისი თესლი
გააშრეთ საზამთროს თესლი, დაფქვით და მიიღეთ ყოველ დილას 1 ჩაის კოვზის ოდენობით, აუცილებლად უზმოზე. ეს პროდუქტი მდიდარია შენაერთებით, რომლებიც აფართოვებს სისხლძარღვებს და არეგულირებს წნევას.
8. ლიმონი
თუ ჰიპერტონიკი ხართ ან გაწუხებთ ქოლესტერინის მოჭარბებული დონე, დილის ლიმონიანი წყალით დაწყება საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ეს სასმელი C ვიტამინისა და სხვა უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტების უდიდესი წყაროა.
აუცილებლად იხელმძღვანელეთ ამ ინფორმაციით, რათა შეძლოთ ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება. გახსოვდეთ, რომ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, აუცილებლა გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!