10 საშინაო, მრავალჯერ გამოცდილი რეცეპტი სახის კანისათვის სოდის დამატებით

1569

საკვები სოდა ძალიან სასარგებლოა კანისთვის. ის მსუბუქი გამწმენდი საშუალება და ბუნებრივი მათეთრებელია.

საკვები სოდის რეგულარულად გამოყენება სასარგებლოა ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული სოდა აფერხებს აკნეს წარმოქმნას.

სოდა წმენდს კანს, აშორებს ზეთს, ჭუჭყსა და ბაქტერიებს.

სოდას აქვს მსუბუქი ამქერცლავი ეფექტი, იღებს კანის ზედა ფენას და აშორებს მკვდარ უჯრედებს.

სოდა აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, ახორცებს აკნეს ნაწიბურებს, ათანაბრებს კანის ტონს და აბალანსებს კანის pH-ს.

შემოგთავაზებთ სოდის ბაზაზე მომზადებული უმარტივესი, ბიუჯეტური ნიღბების რეცეპტებს.

1. საკვები სოდა და ლიმონის წვენი

საკვები სოდისა და ლიმონის წვენის ბაზაზე მომზადებული სკრაბი ლაქების საწინააღმდეგო სუპერ საშუალებაა. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სკრაბი გამოიყენეთ რეგულარულად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტაბი:  

  • სოდა 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. თუ სქელი გამოგივიდათ,  დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი. ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე, კისერზე. გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ეს არის მარტივი და ბიუჯეტური გზა მუქი ლაქების შესამცირებლად, ასევე კანის მკვდარი უჯრედების, შავი წერტილების მოსაშორებლად. სკრაბი კანს ხდის ხავერდოვანს,  გლუვსა და ბზინვარეს.

2. საკვები სოდა და ფორთოხლის წვენი

საკვები სოდისა და ფორთოხლის წვენის კომბინაცია აღიავებს მუქ ადგილებს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ინგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ სახის კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ფორთოხლის წვენი შეიცავს ლიმონმჟავას. ლიმონმჟავა კი ავიწროებს ფორებს, ამცირებს შავ წერტილებს, წმენდს კანს.

გაითვალისწინეთ, ლიმონისა და ფორთოხლის ბაზაზე მომზადებული ნიღბების გამოყენების შემდეგ მოერიდეთ მზეზე გასვლას!

3. საკვები სოდა და წყალბადის ზეჟანგი

ამ ნიღბის გამოყენება არ შეიძლება მგრძნობიარე და მშრალ კანზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. წყალბადის ზეჟანგი საკმაოდ ძლიერია და აშრობს კანს. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

ნიღბის მცირე ნაწილი წაისვით მაჯაზე და დააკვირდით კანს. თუ არ მოჰყვა გაღიზიანება, წაისვით სახეზე.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • წყალბადის ზეჟანგი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით სახის კანზე ან მხოლოდ მუქ ლაქებზე. გაიჩერეთ 5 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით, შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

4. თაფლი, ლიმონი და საკვები სოდა

მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია შეესაბამება ყველა ტიპის კანს. ანტიბაქერიული თვისებებით გაჯერებული თაფლი ატენიანებს კანს, ხოლო ლიმონი და სოდა წმენდს კანს, ამცირებს ლაქებსა და აკნეს ნაწიბურებს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის ახალგამოწურული წვენი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ინგრედიენტები კარგად აურიეთ. თუ მასა სქელია, დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი, ხოლო თუ თხელია_ცოტა სოდა. უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. ნიღაბი წაისვით სახის კანზე ან მუქ ადგილებზე. გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი საცხი.

5. ვაშლის ძმარი, თაფლი და საკვები სოდა

ნიღბის შემადგენლობაში შედის ვაშლის ძმარი, რომელიც  აღადგენს კანის pH დონეს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 2-3 ს. კ.
  • სოდა 1-2 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტების კომბინაციით მიიღებთ პასტისებურ მასას. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და 2 წუთის განმავლობაში შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

ნიღბის გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. მცირე ნაწილი წაისვით იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე ან მაჯაზე. თუ იგრძნობთ წვას, ნიღაბი არ გამოიყენოთ.

6. შვრია, თაფლი და საკვები სოდა

შვრია წმენდს და ატენიანებს კანს, აქვს მსუბუქი ამქერცლავი ეფექტი. ნიღაბი აშორებს მკვდარ კანს, წმენდს ფორებს, ახორცებს აკნეს ნაწიბურებს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრია დაფქული ნახევარი ჩ. ჭ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე, კისერზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

7. ჩაის ხის ზეთი, თაფლი და საკვები სოდა

ნიღაბი შეესაბამება ცხიმიან კანს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 2 ს. კ.
  • თაფლი 3-4 ს. კ.
  • ჩაის ხის ზეთი 3 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 3-4 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით სახეზე,  კისერზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, კარგად შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

8. თაფლი, საკვები სოდა და ქოქოსის ზეთი

მოცემული ინგრედიენტების კომბინაციას აქვს ამქერცლავი ეფექტი. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ქოქოსის ზეთი ამშვიდებს კანს. ნიღბის გამოყენების შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი საცხი.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი. სახე დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. სკრაბი გამოიყენეთ ყოველდღე გამონაყარის გაქრობამდე.

9. სოდა, იოგურტი და ლიმონი

იოგურტი ატენიანებს კანს, ხოლო სოდა და ლიმონის წვენი წმენდს და ამცირებს ფორებს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა ნახევარი ჩ. კ.
  • იოგურტი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი ან ლიმონის ზეთი 1-2 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი. პროცედურის ბოლოს დაიბანეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

10. სოდა, თაფლი და ალოე ვერა

ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ალოე ვერა ამცირებს ანთებასა და სიწითლეს, ახორცებს აკნეს ნაწიბურიებს.

საჭირო ინგრედიენტები:

სოდა 1 ჩ. კ.

თაფლი 1 ჩ. კ.

ალოე ვერას გელი 1 ჩ. კ.

სოდა, თაფლი და ალოე ვერა აურიეთ. ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ სახე დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

თუ გამოგიყენებიათ საშინაო ნიღბები სახის კანის მოსავლელად? აუცილებლად მოგვიყევით საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!