სარეცხი საპნის შემადგენელობაში შედის კომპონენტები, რომლებიც უმკლავდება მავნე ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს. სწორედ ამ კომპონენტების წყალობით სარეცხი საპონი მიჩნეულია სამკურნალო საშუალებად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დადებით ეფექტებთან ერთად ახასიათებს უარყოფითიც.
სარეცხი საპნის სამკურნალო თვისებები:
- სარეცხი საპონი ებრძვის მიკრობებს, ბაქტერიებს, სოკოსა და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს. არის სადეზინფექციო საშუალება.
- სარეცხ საპონს იყენებენ მუწუკების, შავი წერტილების სამკურნალოდ.
- ფრჩხილის სოკოს პროფილაქტიკისთვის.
- ფორებისა და კანის მკვდარი უჯრედების გასაწმენდად. კანის პილინგისთვის გამოიყენეთ სარეცხი საპნისა და კალციუმის ქლორიდის კომბინაცია.
- ასუფთავებს ჩირქოვან ჭრილობებს, მოგაშორებთ პაპილომებს.
- სარეცხი საპონი ოდნავ დაატენიანეთ და წაისვით პაპილომებზე ან ჩირქოვან ჭრილობაზე. პრიცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე. პაპილომების შემთხვევაში, სასურველ შედეგს ზოგჯერ ერთ კვირაში იღებთ, ზოგჯერ უფრო მეტი დრო სჭირდება.
- წაისვით მწერების ნაკბენებზე და აგარიდებთ მოსალოდნელ გართულებებს, მაგრამ არ ხსნის ქავილს.
- აბსცესის სამკურნალოდ თანაბარი რაოდენობით აიღეთ გახეხილი სარეცხი საპონი, თაფლი და ხორბლის ფქვილი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიიღებთ ცომის მსგავს მასას. აიღეთ, დაახლოებით ჩაის კოვზი, ხელით ოდნავ გააბრტელეთ და დაიდეთ დაზიანებულ უბანზე.
- სარეცხი საპონი გახეხეთ და გახსენით ცოტა წყალში. მომზადებული ხსნარით გაიკეთეთ კომპრესები. სარეცხი საპნის კომპრესები დაგეხმარებათ რევმატოიდული დაავადებების სამკურნალოდ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დადებით თვისებებთან ერთად, სარეცხი საპონი შეიძლება იყოს საზიანოც.
სარეცხი საპნის სარგებლიანობა შეიძლება შეფასდეს მისი შემადგენლობის მიხედვით. არ უნდა შეიცავდეს მავნე დანამატებს, მომზადებული უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით. მაგრამ სამწუხაროდ, წარმოების გამარტივების მიზნით ახლა უკვე შეიცავს ნატრიუმს, ტუტეს, როზინს.
სარეცხი საპნის ხშირად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გამოშრობა, გაუხეშება, ადრეული ნაოჭების გაჩენა. ირღვევა კანის შემადგენლობა და მავნე ბაქტერიებთან ერთად ნადგურდება სასარგებლო ბაქტერიებიც. ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის სრეცხი საპონმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
სარეცხი საპნით თმის დაბანვა არ არის სასურველი, რადგან აშრობს თმას, თავის კანს და იწვევს არასასურველ შედეგებს.
თუ იყენებთ სარეცხ საპონს სახის ან ტანის დასაბანად, არ უნდა დაგავიწყდეთ შემადგენლობის გარკვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო დამცავი ფენა შრება და კანი უფრო სწრაფად ბერდება. სარეცხი საპნის გამოყენების შემდეგ საჭიროა დამატებითი დატენიანება კრემებით ან ბუნებრივი ზეთებით.
ზომიერად გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის.
სარეცხი საპნით დაიბანეთ კვირაში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარგებლის ნაცვლად შეიძლება კანს მიაყენოთ ზიანი და აღმოჩნდეთ სხვა პრობლემების წინაშე.