ეს გერმანული რეცეპტი სწრაფად გაწმენდს სისხლძარღვებს და გაგიძლიერებთ ორგანიზმს

1394

ასაკთან ერთად, ან არასწორი კვებისა და ცხოვრების წესის გამო, სისხლძარღვები კარგავს ელასტიურობას, შიდა კედლებზე ჩნდება ქოლესტერინის დაგროვება და კალცინირებული ნალექი, რაც საგრძნობლად ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას.

შედეგად, იმატებს წნევა, ფერხდება ყველა ორგანოს სისხლით მიწოდება, განსაკუთრებით მგრძნობიარე კი ამ დროს ტვინია. საბოლოო ჯამში ვიღებთ ინსულტს, ინფარქტსა და სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას.

ახლა აფთიაქებში უამრავი საშუალება არსებობს, რომლებიც წმენდს სისხლძარღვებს არასასურველი დაგროვებებისგან. თუმცა, სამწუხაროდ, თითოეულ მათგანს აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები, გარდა ამისა, ქიმიური ნივთიერებები ნეგატიურად მოქმედებს ღვიძლისა და თირკმლების მდგომარეობაზე.

სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში არსებობს ნაცადი საშუალებები, რომლებსაც ადამიანები უკვე ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყენებენ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ, გერმანულ მეთოდს სისხლძარღვების ქოლესტერინისა და კალცინირებული ნადებებისგან გასაწმენდად.

ამ საშუალების ყველა ინგრედიენტი ნატურალურია, კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ და არც სუნს ტოვებს(ნიორიც კი – მომზადების სპეციალური მეთოდის დამსახურებით).

სისხლძარღვების გაწმენდა

ინგრედიენტები

  • 4 ლიმონი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • ჯანჯაფილის ბოლქვის პატარა ნაჭერი
  • 2 ლ წყალი
  • 2 ს.კ. თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. ლიმონი კარგად გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი ცვილის ნალექის მოსაცილებლად. დაჭერით ციტრუსი თხელ რგოლებად. შეგიძლიათ გაატაროთ ხორცსაკეპშიც.
  2. გაწმინდეთ ჯანჯაფილის ნაჭერი და ნივრის კბილები, დააქუცმაცეთ ბლენდერში ან გაატარეთ ხორცსაკეპში.
  3. მოათავსეთ ლიმონები ერთ 3-ლიტრიან ან 3 1-ლიტრიან ქილებში, გადაანაწილეთ თანაბრად.
  4. აადუღეთ და გააგრილეთ 60 გრადუსამდე წყალი.
  5. დაუმატეთ წყალს ნიორი, ჯანჯაფილი და თაფლი. კარგად მოურიეთ და მაშინვე დაასხით ლიმონს. მოხმარებისთვის ეს მასა უკვე 2 საათში იქნება მზად.
  6. ყოველდღე, უზმოზე მიირთვით 0.5 ფინჯანი(100 მლ) მიღებული ნაყენი.
  7. 3-კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირით და განაახლეთ კურსი 4-კვირიანი ხანგრძლივობით, ამჯერად წამალი დილა-საღამოს მიიღეთ. შედეგი 10-14 დღეში იქნება თვალსაჩინო. შეინახეთ მასა მაცივარში და უშუალოდ მოხმარების წინ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!