თუ ნივრიან წყალს რეგულარულად მიირთმევთ, კიდურების შეშუპება, გაცხიმოვნება და ჭარბი წონა წარსულში დარჩება

25509

ნივრის, დარიჩინის, ლიმონისა და წყალის ნაზავი მთელ მსოფლიოში ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თანაც ძალიან ეფექტური საშუალებაა.

საკმაოდ ხშირად მხოლოდ დიეტის დაცვა და რეგულარულად საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად. მიუხედავად მკაცრი შეზღუდვებისა, პრობლემის გადაჭრა ძალიან გვიჭირს, რაც შინაგანი ორგანოებისა და სისტემების გაუმართაობის შედეგია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც წონისა და ცხიმოვანი ფენების მატებას პროვოცირებს, ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებაა.

როგორიც არ უნდა იყოს ჭარბწონიანობისა და გაცხიმოვნების გამომწვევი მიზეზი, სასმელი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ, არაჩვეულებრივ შედეგს მინიმალურ ვადაში მოგცემთ.

ნივრიანი წყალი წონის დასაკლებად

ინგრედიენტები: 

  • 3 ჩაის ჭიქა წყალი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ლიმონი
  • დარიჩინის ჩხირი

ინსტრუქცია: 

  1. ნიორი და ლიმონი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად.
  2. აადუღეთ 3 ჩაის ჭიქა (დაახ. 600 მლ) წყალი.
  3. დუღილის პროცესში დაუმატეთ წყალს დაქუცმაცებული ნიორი და დარიჩინი.
  4. ხარშეთ ნარევი 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით მასა ცეცხლიდან.
  5. დაუმატეთ ლიმონი და კარგად გადაურიეთ.
  6. როდესაც სასმელი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, გადაწურეთ ის.

მიღების წესი: 

ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით ეს სასმელი 1 ჩაის ჭიქის ოდენობით, რათა გაიწმინდოთ სხეული, დაიჩქაროთ ნივთიერებათა ცვლის პროცესები და მინიმალურ ვადაში გათავისუფლდეთ ჭარბი ცხიმოვანი ფენებისგან. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. 1 კვირის შემდეგ აიღეთ მინიმუმ 2 კვირიანი შესვენება.

თუ სასმელის მიღების შემდეგ სხეულის ტემპერატურის მატებას გრძნობთ ან თავის ტკივილი გაწუხებთ, დაუყონებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!