ინდოეთში, ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში, გავრცელებულია ერთი შეხედვით ოდნავ უცნაური პრაქტიკა. ოჯახის თითოეული წევრისათვის ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ ცერეცოს რამდენიმე თესლის ჩაღეჭცა ტრადიციადაა გადაქცეული.
რა თქმა უნდა, ამას ლოგიუკური ახსნაც მოეძებნება – ცერეცოს თესლი წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების წყაროს, როგორიცაა: რკინა, კალციუმი, კალიუმი, მანგანუმი, გოგირდი, თუთია და მაგნიუმი. მრავალსაუკუნოვანი ინდოეთის ეს ტრადიცია არა მხოლოდ ეფექტურად აშორებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, არამედ აქვს ძალიან დადებითი გავლენა მთელ ჩვენს ორგანიზმზე.
რატომ უნდა ჩავღეჭოთ ცერეცოს თესლი
1. ის გვაშორებს ზედმეთ სითხეს, შეშუპებას და სტიმულირებს წონის კლებას
ცერეცოს თესლი შარდმდენი თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც გვაშორებს ზედმეტ სითხეს სხეულიდან და ამცირებს შეშუპებას. ეს მარცვლები შეგიწყობთ ხელს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებაში.
2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს
რეგულარულად ცერეცოს თესლის მირთმევით წესრიგდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რაც წონის დაკლებისაკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.
3. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს
ეს მარცვლები აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის მგრძნობიარობას ინსულინის მიმართ, რის ხარჯზეც თვიდან ვირიდებთ მეტაბოლურ სინდრომსა და დიაბეტს.
4. არეგულირებს სისხლის წნევას
ნიტრიტებისა დ ნიტრატების მაღალი შემცველობით გამორჩეული ცერეცოს თესლი სტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აფართოვებს სისხლძარღვებს.
5. ამარცხებს კუჭის გაღიზიანებას, ყაბზობასა და მუცლის შებერილობას
ცერეცოს თესლს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი კუჭისა და ნაწლავების მუშაობაზე. მასში შემავალი ნივთიერებები სტიმულირებს ნერწყვის გამომუშავებას, საიდანაც იწყება საჭმლის გადამუშავების პროცესი.
6. გვიცავს ანემიისგან
ეს მარცვლები მდიდარია რკინით, სპილინძითა და ამინომჟავა ჰისტინიდით – სამივე კომბონენტი იღებს აქტიურ მონაწილეობას სისხლის უჯრედების ფორმირებაში.
გარდა ჭამის შემდეგ ცერეცოს რამდენიმე თესლის პირადპირ ჩაღეჭვისა, ძალიან სასარგებლო იქნება, თუ რეგულარულად მიიღებთ შემდეგ სასმელს: მარცველიბისაგან მოამზადეთ ფხვნილი 1 ჩაის კოვზის ოდენობით, დაუმატებთ ის 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალს და დააყოვნეთ 10 წუთით. მიირთვით ეს სასმელი დილას, უზმოზე და საღამოს, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.