როგორ დავამარცხოთ ფრჩხილის სოკო სახლის პირობებში მარტივი აბაზანით

10230

მიუხედავად თქვენი ასაკისა და სქესისა, ნებისმიერ დროს შეიძლება შეგაწუხოთ სოკოვანმა ინფექციამ, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან და არაერთ უსიამოვნო შეგრძნებასთანაა დაკავშირებული.

სამწუხაროდ, მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა არ არის საკმარისი ამ დაავადების თავიდან ასარიდებლად. თუ უკვე არსებულ პრობლემას დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას, მან იმდენად რთული ფორმა შეიძლება შეიძინოს, რომ სრულ განკურნებას რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს.

პრობლემის გამწვავება და სოკოვანი ინფექციის გავრცელება თავიდან რომ ავირიდოთ, ერთ ძალიან მარტივ, ბიუჯეტურ და ეფექტურ საშიანო საშუალებას შეგვიძლია მივმართოთ. ძალიან მარტივი რეგულარული პროცედურების შედეგად, სოკოვანი ინფექცია წარსულში დარჩება!

როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს სახლში

ჩვენი დღევანდელი რეცეპტის ორი მთავარი ინგრედიენტია: ვაშლის ძმარი და საჭმელი სოდა. როგორც მოგეხსენებათ, ორივე პროდუქტი ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი თვისებებით გამოირჩევა.

მაშ ასე, ახლა გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უმკურნალოდ ფრჩხილის სოკოს სახლის პირობებში და საგრძნობლად შეიმსუბუქოთ მდგომარეობა უკვე პირველი პროცედურის შემდეგ.

დაგჭირდებათ: 

  • 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი
  • 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა
  • 3 ლიტრი ცხელი წყალი

ინსტრუქცია: 

აიღეთ საშუალო ზომის ტაშტი, ჩაასხით ცხელი წყალი და დაუმატეთ ინგრედიენტები. მოითმინეთ იქამდე, სანამ აბაზანა კომფორტულ ტემპერატურამდე არ გაგრილდება და შემდეგ მოათავსეთ მასში ფეხები 15-20 წუთით. პროცედურის შემდეგ გადაივლეთ ფეხებზე ცივი წყალი და ბოლოს კარგად შეიმშრალეთ.

სასურველი შედეგის ხანმოკლე დროში მისაღწევად, რეკომენდებულია ამ აბაზანის დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაკეთება.

ჩვენი დღევანდელი მეთოდის ეფექტურობის არსი მდგომარეობს შემდეგში: სოკოს არ შეუძლია არსებობა მჟავა გარემოში, ხოლო საჭმელი სოდა, რომელიც ძალიან ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, თავიდან გვარიდებს სოკოვანი ინფექციის მომავალში განვითარებას.

თუ ჩვენი დრევანდელი სტატია სასარგებლოდ მიაგჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!