ხშირად უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი სასუქები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული ქიმიკატები. გთავაზობთ ბიუჯეტური სასუქების რეცეპტებს, რომლებიც აძლიერებს და კვებავს ნერგებს.
სასუქი N1
მოცემული სასუქი ხელს უწყობს ფესვთა სისტემის აქტიურ განვითარებას და ღეროს გაძლიერებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- თბილი წყალი 1 ლ
- რძე 2 ს. კ.
- იოდი 2 წვეთი
ინსტრუქცია:
რძე გაჯერებულია ისეთი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ასტიმულირებს ნერგების ფესვთა სისტემის აქტიურ განვითარებას.
იოდი აძლიერებს ნერგებს, აუმჯობესებს მათ მდგრადობას დაავადებეისა და მავნებლებისადმი.
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მორწყეთ ნერგები. დაუსხით უშუალოდ ძირებზე. შეგიძლიათ მიასხუროთ ფოთლების გასწვრივაც. ნერგების მდგომარეობიდან გამომდინარე სასუქი გამოიყენეთ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ.
სასუქი N2
ტაურინის ამინომჟავა აუმჯობესებს ნერგების მდგომარეობას. ამ ამინომჟავას შეიცავს თვალის წვეთები ტაუფონი.
ამინომჟავა ტაურინი ხელს უწყობს ნერგების ფესვთა სისტემის მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვას და მცენარის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას. ტაუფონის მხოლოდ 1 ან 2 წვეთი დააწვეთეთ ჩითილების ძირებზე. გამოიყენეთ კვირაში 1-2 კვირაში ერთხელ.
პამიდვრისა და პილპილის ნერგების ფესვთა სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენეთ იოდისა და წყლის ნარევი (1 ლ წყალზე 1 წვეთი იოდი) ან თაფლისა და წყლის ნარევი (1 ლ წყალზე ჩაის კოვზის წვერით თაფლი).