ასაკის მატების პარალელურად ჩვენს ორგანიზმში არაერთი ცვლილება მიმდინარეობს. ყველაზე მეტად დაბერების პროცესი ჩვენს კანზე და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე ისახება.
დროთა განმავლობაში ჩვენი სასრები, მყესები და იოგები სუსტდება, რაც გვიქმნის არაერთ პრობლემას. არასწორი კვება და ცხოვრების ნაკლებად ჯანსაღი სტილი კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.
საშინელი ტკივილები და დისკომფორტის შეგრძნება თავიდან რომ აირიდოთ, გთავაზობთ ძალიან ეფექტურ საშინაო საშუალებას. სიროფი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, გაგიძლიერებთ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და დაგიბრუნებთ ცხოვრების ხალისს.
განსაკუთრებით აქტუალურია მუხლის სახსართან დაკავშირებული პრობლემები, რადგან ყოველდღიურად ჩვენი სხეულის ეს ნაწილი კოლოსალურ დატვირთვას განიცდის.
გირჩევთ, დაიწყოთ მკურნალობა მაშინვე, როგორც კი დისკომოფრტის მსუბუქი შეგრძნება შეგაწუხებთ. ასე თავიდან აირიდებთ პრობლემის გამწვავებას და სწრაფადვე მოიტოვებთ მას წარსულში. თუ პრობლემას რთული სახე და ფორმა აქვს შეძენილი, მისგან გათავისუფლება მარტივ დავალებას ნამდვილად აღარ წარმოადგენს.
საშინაო სიროფი, რომელიც გაგიძლიერებთ ძვლებსა და სახსრებს
ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი ქიშმიში
- 3 სუფრის კოვზი გოგრის თესლი
- 4 სუფრის კოვზი სეზამის თესლი
- 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის თესლი
- 5 სუფრის კოვზი სელის თესლი
- 5 სუფრის კოვზი თაფლი
- 25 გრამი ჟელატინი
ინსტრუქცია:
- ჟელატინის შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით, დაასხით მას წყალი და მოითმინეთ, სანამ მარცვლები ბოლომდე გაფუვდება.
- დარჩენილი ინგრედიენტებისგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ბლენდერის გამოყენებით.
- მზა მასას დაუმატეთ გაფუვებული ჟელატინი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
- მიღებული საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით სახსრების სამკურნალო ეს ნაზავი ერთი ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, საუზმობამდე, სადილობამდე და ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.
კურსის ხანგრძლივობა – სიროფის ამოწურვამდე. ამ დროში თქვენ საოცარ შვებას აუცილებლად იგრძნობთ!
გარდა ძვლებისა და სახრების გაჯანსაღებისა, ეს ნაზავი ძალიან სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის წარმოადგენს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების საკმაოდ დიდ წყაროს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!