თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ცდილობთ არ მოიმატოთ წონაში, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან გიყვართ ტკბილი, შემოთავაზებული რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ.
კეფირით შეზავებული შვრიის ფანტელი ძალიან გემრიელია და შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გსურთ. ბოჭკოებით, ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი შვრია ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.
შვრიის ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 350 გრ
- კეფირი 300 მლ
- ქიშმიში 2 ს. კ.
- ტკბილი ვაშლი 2 ცალი
- თაფლი 1 ს. კ.
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- შვრიის ფანტელს ნელ-ნელა დაამატეთ კეფირი, არეგულირეთ რაოდენობა, მასა არ უნდა გაგითხელდეთ. გააჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ შეურიეთ გახეხილი ვაშლი, ქიშმიში, დარიჩინი, თაფლი. თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ჩირები, ხილი და თხილეული.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- მზა ცომისგან სველი ხელით გამოხელეთ საშუალო ზომის ორცხობილები და დააწყვეთ ფორმაზე. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი.
მოამზადეთ დიეტური ორცხობილები და გემრიელად მიირთვით!