ხალხური მედიცინის რეცეპტებში ხშირად ვაწყდებით გოგრის თესლს, რაც მისი სასარგებლო თვისებებისა და მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობითაა განპირობებული.
მოცემული პროდუქტი წარმოადგენს მონო და პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების, უჯრედისის, ცილებისა და ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების დიდ ბუნებრივ წყაროს, როგორიცაა: თუთია, მაგნიუმი და კალიუმი. საკმაოდ მაღალია მასში ვიტამინების, ფოლიუმის მჟავისა და სხვა მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების შემცველობაც.
გოგრის თესლი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც თავიდან გვარიდებს პროსტატისა საშარდე სისტემის დაავადებებს.
ჯანმრთელობის მრავალი პრობლემისაგან რომ გათავისუფლდეთ, გაანადგუროთ სხეულში ბინადარი პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები, შეიმციროთ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე, გოგრის თესლი უნდა მიირთვათ ნედლი სახით, რადგან თერმული დამუშავების შემდეგ მასში სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი ნადგურდება.
უმჯობესი იქნება, თუ ერთ მუჭა გოგრის თესლს ჩაალბობთ წყალში მთელი ღამით და მეორე დილას ამოჭამთ დამბალ მარცვლებს.
გოგრის თესლის სხვა უპირატესობები:
- ის ძალიან სასარგებლოა ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
- კალიუმით მდიდარი გოგრის თესლი გვეხმარება არტერიული წნევის დარეგულირებაში.
- მოცემული პროდუქტი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით უჯრედისსაც, რის ხარჯზეც თავიდან გვარიდებს ყაბზობას.
- E ვიტმაინითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარ გოგრის თესლს აქვსდადებითი გავლენა ჩვენს კანზე, თმაზე და მხედველობაზე.
- ძალიან სასარგებლოა ეს პროდუქტი საშარდე გზების დაავადებებისა და პროსტატის დროს.
- გოგრის თესლი ბოლომდე ანადგურებს ჩვენს სხეულში ბინადარ ჭიებს, პარაზიტებსა და მათ კვერცხებს.
გარდა გოგრის ნედლი თესლის მირთმევისა, მისგან შეგიძლიათ სიროფის მომზადება, რომელიც არაჩვეულებრივია ასთმის, ხველისა და ბრონქიტის სამკურნალოდ.
ინგრედიენტები:
- 60 გრამი გოგრის თესლი
- 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
- 200 მლ გაფილტრული წყალი
- 20 წვეთი პროპოლისის სპირტნაყენი
ინსტრუქცია:
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანიმასის მიღებამდე. მზა ნარევი მიირთვით 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 5-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. თუ ამ მეთოდს იყენებთ ბავშვებში ხველის სამკურნალოთ, ულუფა ნახევარ ჩაის კოვზამდე შეამცირეთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!