დამეთანხმებით, რომ თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმელი ძალიან რთული მოსავლელია. ძირების გათეთრება, გუნსაკუთრებით თუ პატარები გყავთ, მოითხოვს დიდ ძალისხმევას. შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ სპორტული ფეხსაცმლის თეთრი ძირების ძალიან მარტივად გათეთრებას.
დაგჭირდებათ:
- ჭიანჭველმჟავა ან ჭიანჭველმჟავას სპირტი
- კბილის პასტა (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი)
ინსტრუქცია:
1. პირველ რიგში, ფეხსაცმლის ძირები გარეცხეთ ჯაგრისით.
2. შემდეგ ძირებზე დაიტანეთ ჭიანჭველამჟავა და გახეხეთ კბილის ჯაგრისით. ძირები მაშინვე გაქათქათდება. ჭიანჭველმჟავის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ არ ახუნებს ქსოვილს.
ჭიანჭველამჟავას ან ჭიანჭველას სპირტის უსიამოვნო სუნის გასაქრობად შეურიეთ ცოტა კბილის პასტა. ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებთ თეთრი ძირების გაქათქათებას.