
შემოგთავაზებთ ძალიან ლამაზი, ორიგინალური და უგემრიელესი ორცხობილის რეცეპტს. ზოლიანი ორცხობილა აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს.
მზადდება უმარტივესი ინგრედიენტებით, ძალიან სწრაფად და მარტივად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 300 გრ+1 ს. კ.
- შაქრის ფხვნილი 150 გრ
- სიმინდის სახამებელი 100 გრ
- ზეთი 100 მლ
- კარაქი 120 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- ვანილი მწიკვი
- მარილი მწიკვი
- კაკაო 1,5 ს. კ.
მომზადების წესი:
1. დარბილებულ კარაქს შეურიეთ ზეთი, კვერცხი, მარილი, ვანილი, შაქრის ფხვნილი. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

2. მზა ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
3. ცომის ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო, ხოლო მეორეს_1 ს. კ. ფქვილი. მზა ცომებს შემოახვიეთ პარკი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.

4. ცომის შავ-თეთრი გუნდები გააბრტყელეთ თხელ, დაახლოებით 7 მმ სისქის, ფენებად და ჭიქით ან სპეციალური საჭრელი ფორმით ამოჭერით წრეები.

5. შავ-თეთრი წრეები სიმაღლეზე დააწყვეთ ერთმანეთზე, ჯერ დადეთ თეთრი წრე, შემდეგ_კაკაოიანი და ასე გააგრძელეთ ცომის წრეების ამოწურვამდე.

6. სამუშაო ზედაპირზე გაშალეთ საკვების პარკი. ცომები ერთმანეთს მსუბუქად შეაწებეთ, გაადახვიეთ როგორც ძეხვი და 1 საათით შედეთ საყინულეში. გაყინული ცომი იჭრება ძალიან მარტივად.

7. ორცხობილები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და 15-17 წუთი აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.

მოამზადეთ ძალიან ლამაზი, უგემრიელესი, არომატული ორცხობილები და გაახარეთ თქვენი პატარები.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!


