3 ნატურალური, საშინაო საშუალება, რომელიც სახრების ტკივილს მყისიერად ჩაახშობს

9578

დღესდღეობით სახსრებთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. სახსრებში და ჩვენს შემაერთებელ ქსოვილებში პათოლოგიური ცვლილებები თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ სხვადასხვა ზომები რეგულარულად.

გარდა ასაკის ფაქტორისა, ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს არასწორმა კვებამ, გადაჭარბებულმა ფიზიკურმა აქტივობამ, წარსულში მიღებულმა ტრავმებმა, საათობით ტელევიზორისა და კომპიუტერის წინ უმოძრაოდ მოკალათებამ და ა.შ.

თუ დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება გაწუხებთ, იმოქმედედ დროულად. დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გაამწვავოს სიტუაცია. როგორც წესი, ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებიც სახსრებს უკავშირდება, ტკივილგამაყუჩებელი სააფთიაქო აბებით ვებრძვით, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. გარდა იმისა, რომ ასეთ აბებს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს, მათთვს უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, დახმარებისთვის მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს მიმართოთ, რომელთა ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული.

კურკუმა სახსრების ტკივილისა და ოსტეოართრიტის წინააღმეგ

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი
  • მწიკვი დაფქული შავის წიწაკა
  • ერთი ჩაის ჭიქა მინერალური წყალი

ინსტრუქცია: 

  1. შეათბეთ მინერალური წყალი დაახ. 50 გრადუსამდე.
  2. დაუმატეთ კურკუმა, დაფქული შავი წიწაკა და კარგად მოურიეთ.
  3. დააყოვნეთ სასმელი 10-15 წუთით.
  4. მიირთვით ის დღის იმ მონაკვეთში, როდესაც სახსრების ტკივილი და დისკომოფრტის შეგრძნება ყველაზე მეტად შეგაწუხებთ.
  5. ყოველი დღისთვის უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.

ინგლისური მარილი ოსტეოართრიტის, სახრების ტკივილისა და კუნთების ტკივილის წინააღმდეგ

ეს ნატურალური საშუალება, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც ინგლისური მარილი წარმოადგენს, არაჩვეულებრივია მათთვის, ვისაც სახსრებისა და კუნთების ტკივილი აწუხებს. მაგნიუმი, რომელსაც ჭარბად შეიცავს მოცემული კომპონენტი, უმნიშვნელოვანესი მინერალია ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კარგი ჯანმრთელობისთვის.

ინგრედიენტები: 

  • 2 ჩაის ჭიქა ეპსომის მარილი
  • 50 მლ მაგნიუმის სულფატი (იყიდება აფთიაქებში)

ინსტრუქცია:

  1. აავსეთ აბაზანა ცხელი, კანისათვის კომფორტული ტემპერატურის წყალით.
  2. დაამატეთ მასში 2 ჩაის ჭიქა ეპსომის მარილი და 50 მლ მაგნიუმის სულფატი.
  3. ჩაწექით ამ აბაზანაში და მაქსიმალურად მოდუნდით.

თუ რეგულარულად ასეთ აბაზანას მიიღებთ, პირობას გაძლევთ, საგრძნობლად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ვაშლის ძმარი სახრების ტკივილისა და ოსტეოართრიტის წინააღმდეგ

ვაშლის ძმარი იძლევა მართლაც რომ არაჩვეულებრივ ეფექტს სახსრების ტკივილის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, რაც მასში ჭარბი რაოდენობით შემავალი კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის დამსახურებაა.

ინგრედიენტები:

  • 1 ან 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  • 1 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი

ინსტრუქცია: 

  1. უბრალოდ შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში.
  2. მზა სასმელი მიირთვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით.
  3. მოიქეცით ასე ყოველდღიურად მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ის, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღოჩნდება. იზრუნეთ თქვენ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!