როგორ ვიცხოვროთ ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნების გარეშე კაკლის უღელის დახმარებით

4220

კაკლის უღელის ნაყენი, რომელიც მზადდება სწრაფად და მარტივად, ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ის ძალიან სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, რადიკულიტის, სახსრებისა და თავის ტკივილის დროს.

საკმაოდ ხშირად იყენებენ ამ ნაყენს ისეთი უსიამოვნო პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, როგორიცაა: კუჭის გაღიზიანება, საშვილოსნოს ფიბრომიომა, მასტოპათია, ნერვული გაღიზიანება, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება და ჩიყვი.

როგორც უკვე ვახსენეთ, ამ ნაყენის მომზადება სირთულეს საერთოდ არ წარმოადგენს. 2 სუფრის კოვზი კაკლის დაფქული უღელი ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით ოჯახის არაყი, რომ მასა ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ ეს საშუალება 2 კვირის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას.

ზოგადი ჯანმრთელობა რომ გაიუმჯობესოთ, მიიღეთ ეს საშუალება 5-6 წვეთის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე (დაამატეთ ის 2 სუფრის კოვზ ოთახის ტემპერატურის წყალში). მკურნალობის ხანგრძლივობა – 3 კვირიდან 3 თვემდე.

თუ უძილობა ან ნერვული გაღიზიანება გაწუხებთ, მიიღეთ ეს საშუალება 25 წვეთის ოდენობით დღეში 3-ჯერ (გახსენით ის ნახევარ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში).

სახსრების ტკივილისა და რადიკულიტის დროს რეკომენდებულია ამ ნაყენის გარეგანი გამოყენება. აქტიურად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები კაკლის უღელის ნაყენით, შეიხვიეთ თბილად და წამოწექით 20-30 წუთით. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება აუცილებლად გაქრება!

კაკლის უღელის ნაყენი მართლაც რომ უნივერსალური საშუალებაა, რომელიც გვეხმარება არაერთი სერიოზული დაავადების მკურნალობაში და პროფილაქტიკაში.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!