თუ შეშუპება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა და მეტეორიზმი თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემებია, გირჩევთ, გამოიყენოთ მარტივად მოსამზადებელი და ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება, რომლის დამზადებასაც დღეს გასწავლით.
როგორც მოგეხსენებათ, ნაწლავები თამაშობს უდიდეს როლს საჭმლის მონელების პროცესში. მავნე ჩვევებისა და ცხოვრების არაჯანსაღი სტილის შედეგად, ირღვევა მათი მუშაობა, რაც უდიდესი დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნებების საფუძველია.
რა განაპირობებს ნაწლავების მუშაობის დარღვევას?
- ცხოვრების მჯდომარე სტილი;
- ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის მიღება;
- სიბერე (ასაკის მატება);
- უჯრედისის დეფიციტი რაციონში;
- რძის მიღება (იმ შემთხვევაში, თუ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ);
- საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება;
- წყლის დეფიციტი.
აუცილებლად მოარიდეთ თავი ამ მავნე ჩვევებს, რათა თავიდან აირიდოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.
თუ მუცლის შებერილობამ, ყაბზობამ და სხვა მსგავსმა პრობლემებმა შეგაწუხათ, დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ეს უმარტივესი საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ.
როგორ ვებრძოლოთ საჭმლის მონელების პრობლემებს საშინაო პირობებში?
დაგჭირდებათ:
- 1 ს.კ. ჩიას თესლი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.ჭ. წყალი
- 1/2 ბანანი
მომზადებისა და მიღების წესი:
- დაამატეთ ჩიას თესლი წყალში და დააყოვნეთ 30 წუთით.
- როდესაც მარცვლები გაფუვდება, გადაიტანეთ მთლიანი მასა ბლენდერში, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღბამდე.
ყოველ დილას, საუზმობამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ ის. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ კურსი რამდენიმე კვირიანი დასვენების შემდეგ.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კომენტარების ველის მეშვეობით. ასე მარტივად შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!