შემოგთავაზებთ კეფირით მომზადებული დიეტური წვნიანის რეცეპტს. კერძი შეიცავს მინიმალური რაოდენობის კალორიებს. მაგრამ წვნიანი სრულად ვერ შეავსებს ორგანიზმისთვის საჭირო სასარგებლო ნივთიერებებისა და მიკროელემენტების რაოდენობას, ამიტომ მისი სხვა პროდუქტებთან შეთავსება ძალიან ეფექტური და სასარგებლო იქნება.
დიეტური წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უცხიმო კეფირი 500 მლ
- კიტრი 1 ცალი
- მწვანე ხახვი 10 გრ
- რეჰანი (ახალი) 10 გრ
- ნიორი 2 კბილი
- ოხრახუში და კამა 15 გრ
- შავი პილპილი, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცივ კეფირს დაამატეთ გათლილი, კუბიკებად დაჭრილი კიტრი.
- მწვანილი დაჭერით წვრილად. ნიორი დაჭყლიტეთ (შეგიძლიათ არ დაამატოთ ნიორი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნიორი უძლიერესი ანტიოქსიდანტია და წმენდს ორგანიზმს).
თქვენი გემოვნების მიხედვით შეაზავეთ მარილით, წიწაკით და გემრიელად მიირთვით!