წელის, ფეხებისა და სახსრების ტკივილი წარსულში დარჩა, რისთვისაც სამხედრო ექიმის რეცეპტს ვემადლიერები

22435

თუ თქვენ ფეხების, სახსრების, წელისა და კისრის ტკივილი გაწუხებთ, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა!

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სრულიად შემთხვევით ინტერნეტში სამხედრო ექიმის სტატიას გადავაწყდი, რომელშიც ის ერთი არაჩვეულებრივი საშუალების შესახებ გვიამბობდა. მე და ჩემმა მეგობარმა ექიმის ნაამბობის საკუთარ თავზე გამოცდა და ამ საშუალების პირადად მიღება გადავიწყვიტეთ. ხანმოკლე დროში არაერთი პრობლემისგან და მრავალი უსიამოვნო შეგრძნებისგან გავთავისუფლდი. დღეს წელისა და სახსრების ტკივილი ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა!

გამომდინარე იქიდან, რომ ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს დროში ძალიან ხშირია, გადავწყვიტე, ამ საშუალების შესახებ თქვენთვისაც მეამბო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ.

ინსტრუქცია:

  1. შეიძინეთ 150 გრამი ჟელატინი (გეყოფათ მთლიანი კურსისთვის).
  2. 5 გრამ ჟლატინს დაასხით მეოთხედი ჩაის ჭიქა ცივი წყალი.
  3. კარგად გადაურიეთ და დატოვეთ მთელი ღამით.
  4. დილით თქვენ ჭიქაში ჟელესებრი მასა დაგხვდებათ, რომელიც უნდა მიირთვათ უზმოზე. შეგიძლიათ მისი შერევა ნატურალურ წვენებში, წყალში, მაწონში და კეფირში.
  5. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
  6. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია 1 თვიანი შესვენების გაკეთება.

რატომ არის ჟლატინი ასეთი სასარგებლო სახსრებისთვის? 

ჟელატინი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელსაც პირუტყვის შემაერთებელი ქსოვილების გადამუშავების შედეგად იღებენ. შესაბამისად, ეს პროდუქტი წარმოადგენს კოლაგენის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.

კოლაგენი ჩვენს ორგანიზმში აუმჯობესებს შიდა ბოჭკოებისა და უჯრედების მდგომარეობას. ის შეიცავს 2 ღირებულ ამინომჟავას: პროლინსა და ჰიდროსიპროლინს, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს შემაერთებელ ქსოვილებზე.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა:

  • ჟელატინი გააძლიერებს თქვენს სახსრებსა და გულის კუნთს;
  • დააჩქარებს მეტაბოლიზმს;
  • გაგიუმჯობესებთ გონებრივ შესაძლებლობებს;
  • გააუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
  • დაუბრუნებს ელასტიკურობას მყესებსა და იოგებს;
  • თავიდან აგარიდებთ ოსტეოპოროზისა და ართრიტის განვითარებას;
  • გაგიუმჯობესებთ თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას;
  • შეუცვლელია დისპლაზიის დროს.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წელისა და კისრის ტკივილი მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერის წინ ვატარებდი, რამაც პრობლემის განვითარება და გამწვავება გამოიწვია. სამხედრო ექიმის ამ რეცეპტის წყალობით, დღეს ტკივილები საერთოდ აღარ მაწუხებს და თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ.

თუ თქვენ სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად ცადეთ ეს საშუალება. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო შედეგები მალევე გახდება თვალსაჩინო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებით თქვენც დაგეხმარებით. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!