დაუთმეთ დღეში მხოლოდ 7 წუთი ძალიან მსუბუქ ვარჯიშებს. წელისა და ხერხემლის ტკივილი აღარასდროს შეგაწუხებთ

22851

ცხოვრების მჯდომარე, ნაკლებად მოძრავი სტილის შედეგად ჩვენი ხერხემალი საკმაოდ ხშირად ზიანდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი იტანჯება წელთან და ხერხემალთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემებისგან, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან დროის უდიდეს ნაწილს ჩვენ კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის წინ ვატარებთ.

დროთა განმავლობაში ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან ჩვენი სხეული მუდმივად ჯდომისთვის არ არის განკუთვნილი. ხერხემლის პრობლემები დღესდღეობით საკმაოდ ხშირია ახალგაზრდებშიც, რადგან ისინი დროის დიდ ნაწილს სწორედ კომპიუტერის წინ მჯდომარე მდგომარეობაში ატარებენ და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები მათთვის საერთოდ უცხოა. თუ ზურგისა და წელის კუნთებს რეგულარულად არ გაავარჯიშებთ, უსიამოვნო შეგრძნებები ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს.

იმისათვის, რომ გაიჯანსაღოთ ხერხემალი, სულაც არ არის აუცილებელი რეგულარულად მძიმე ფიზიკური ვარჯიშების შესრულება. წელის ტკივილს და ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებს მინიმალურ დროში გაუმკლავდებით, თუ რეგულარულად დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ მსუბუქ ვარჯიშებს შეასრულებთ. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ინვენტარი და დიდი ძალისხმევა, უბრალოდ დაუთმეთ ყოველდღიურად სულ რაღაც 7 წუთი ძალიან მარტივ ვარჯიშებს და ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო გახდება. ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება წარსულში დარჩება, მთავარია, მოინდომოთ!

ვარჯიშები წელისა და ხერხემლის გასაჯანსაღებლად

1. დაწექით ზურგზე, მარჯვენა ფეხი აწიეთ მაღლა და კარგად დააფიქსირეთ ის ხელების დახმარებით. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 20 წამით, შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის.

2. დაწექით ზურგზე და მოხარეთ მარცხენა ფეხი მუხლში. მოხრილ მდგომარეობაში ძალიან ფრთხილად გადაწიეთ ფეხი მარჯვენა ფეხის მხარეს და ხელების დაუხმარებლად შეეცადეთ, მუხლი მაქსიმალურად ახლოს მიიტანოთ იატაკთან. ვარჯიშის შესრულების დროს მარცხენა ხელითა და ბეჭით ბოლომდე უნდა ეხებოდეთ იატაკს. როდესაც მარცხენა ფეხის მუხლს მაქსიმალურად ახლოს მიიტანთ იატაკთან, შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაშ 30 წამით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდომარეობას, მოდუნდით და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მარჯვენა ფეხისთვის.

მკვეთრი მოძრაობებისა და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ეს მოძრაობა უნდა გაიმეოროთ 2-ჯერ ან 3-ჯერ ორივე ფეხისთვის. თუ ეს ვარჯიში ტკივილს იწვევს, გაზარდეთ მანძილი მუხლსა და იატაკს შორის და ნელ-ნელა შეეცადეთ შედეგის გაუმჯობესებას.

3. დაწექით ზურგზე, მოხარეთ მარცხენა ფეხი მუხლში და ხელების დახმარებით მიიზიდეთ ის რაც შეიძლება ახლოს მკერდთან. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში ნახევარი წუთით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და შეასრულეთ იგივე მოძრაობა მეორე ფეხისთვის. საერთო ჯამში უნდა გააკეთოთ 5 გამეორება ორივე ფეხისთვის.

4. დაწექით ზურგზე და მოხარეთ ორივე ფეხი მუხლში. მარცხენა ფეხი გადაადეთ მარჯვენა ფეხს ისე, რომ მისი ქუსლით მეორე ფეხის მუხლს ეყრდნობოდეთ. როდესაც ამ პოზაში დაფიქსირდებით, შეუდექით ხელებით მარცხენა ფეხის მიზიდვას რაც შეიძლება ახლოს მკერდისკენ. მაქსიმალური წერტილის მიღწევის შემდეგ შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 30 წამით და შემდეგ გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის. საერთო ჯამში უნდა შეასრულოთ 3-3 გამეორება.

5. დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, მარცხენა ფეხი მოხარეთ მუხლში და დაეყრდენით მას ხელის გულებით, ხოლო მარჯვენა ფეხი გაშალეთ უკან. წელი დაიჭირეთ რაც შეიძლება სწორად და შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 30 წამით. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის.

6. დაწექით გვერდზე, ზედა ფეხის ტერფს მოეჭიდეთ ხელით და გაწიეთ ის რაც შეიძლება უკან. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 30 წამით და შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მეორე გვერდისთვისაც. გარდა ხერხემლის გაჯანსაღებისა, ეს ვარჯიში არაჩვეულებრივია ბარძაყების კუნთებისთვის.

7. დადექით კედლის წინ, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე და ნელ-ნელა გადაიხარეთ წინ. ხელებით უნდა მიეყრდნოთ კედელს ისე, რომ შექმნათ 90 გრადუსიანი კუთხე. ვარჯიშის შესრულებისას ფეხები და წელი აუცილებლად უნდა გეჭიროთ რაც შეიძლება სწორად და თანაბრად. შეიაკვეთ თავი ამ პოზაში 30 წამით, შემდეგ მოდუნდით, გააკეთეთ ხანმოკლე შესვენება და კვლავ გაიმეორეთ.

თუ რეგულარულად ამ მარტივ ვარჯიშებს შეასრულებთ, პირობას გაძლევთ, წელის ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ძალიან მალე გაქრება.

გახსოვდეთ, ყველა ვარჯიში უნდა შეასრულოთ ფრთხილად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ღრმად და თანაბრად სუნთქვა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. იზრუნეთ თქვენთვს ძვირფას ადამიანებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ვარჯიშები. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!