7 ფაქტორი, რომელიც ჩვენს გულს ანადგურებს. ლეო ბოკერია გვასწავლის, როგორ დავიცვათ თავი

85373

დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ითვლება სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს დროში გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები გავრცელებულია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე, ნაკლებად ჯანსაღი სტილის შედეგია.

ჩვენმა გულმა ღრმა სიბერემდე შეუფერხებლად რომ იმუშაოს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს რჩევები და რეკომენდაციები, რომელთაც ყველასათვის კარგად ცნობილი ექიმი, ლეო ბოკერია გვიზიარებს.

7 მნიშვნელოვანი ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობისთვის

1. დღე-ღამის განმავლობაში 7-8 საათიანი ძილი იცავს თქვენს გულს განადგურებისგან

იმ ადმიანებში, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში გამოძინებას მაქსიმუმ 6 საათით ახერხებენ, გულის დაავადებების განვითარების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ძილს მინიმუმ 7 საათს უთმობენ.

ძილი გვეხმარება ინსულინის აქტივობის დარეგულირებაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია გულ-სისხლძრღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ძილის დეფიციტის შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში იზრდება ინსულინის დონე და მისი აქტივობა, რასაც, თავის მხრივ, სისხლში შაქრის დონის მატებამდე მივყავართ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს ჩვენი გულის კუნთისა და სისხლძარღვებისთვის.

ქრონიკული დაღლილობა – გულის დაავადებებისათვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. თუ კარგი დასვენებისა და გამოძინების მიუხედავად, დაღლილობა მაინც გაწუხებთ და არაფრის კეთების ხალისი არ გაგაჩნიათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

2. ჭარბი წონა საგრძნობლად ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს

თქვენი სხეულის მასა და წელის გარშემოწერილება გულის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი უნიკალურიმ უტყუარი ინდიკატორია. ქალბატონებში, რომელთა წელის გარშემოწერილობა 100 სმ-ს აღემატება, და მამაკაცებში, რომელთა წელის გარშემოწერილობა 115 სმ-ს აჭარბებს, გულ-სისხლძ~ძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი ძალიან მაღალია.

არაერთი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თუ სხეულის საერთო მასის 10 ან 15%-ით შემცირებას შეძლებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ გულის კუნთის მუშაობას. დაუთმეთ საკმარისი დრო ფიზიკურ აქტივობებს: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, აკეთეთ დილის გამახურებელი ვარჯიშები, დაკავდით ცურვით, ველოსპორტით და ა.შ.

3. სიცილი აჯანსაღებს გულს და აძლიერებს არტერიებს

სიცილი ნამდვილად საუკეთესო მკურნალია! ეს არის ორგანიზმის რეაქცია, როდესაც სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე მინიმუმამდე მცირდება, რაც სასარგებლოდ ისახება არა მხოლოდ ჩვენს განწყობაზე, არამედ სისხლის წნევაზე, სისხლძარღვებზე და იმუნიტეტზეც კი.

კვლევები გვიჩვენებს, რომ პაციენტებში, რომლებიც ქრონიკული სტრესისა და დეპრესიისგან იტანჯებიან, გულისა და სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი ძალიან მაღალია.

4. დღეში 50-100 მლ ღვინო გააძლიერებს თქვენს გულის კუნთს

თქვენ ალბათ აქამდეც გსმენიათ, რომ დღეში მაქსიმუმ 100 მილილიტრი ხარისხიანი წითელი ღვინის მირთმევით, შეძლებთ არა მხოლოდ განწყობის ამაღლებას, არამედ გულის მუშაობის გაუმჯობესებას, რაც ამ სასმელში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობითაა განპირობებული.

აუცილებელია ზომიერება – დიდი ულუფით ეს ალკოჰოლური სასმელი საზიანოა თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. თუ წითელ ღვინოს პატარა ულუფით, დღეში მაქსიმუმ 100 მილილიტრის ოდენობით მიიღებთ, შეძლებთ ქოლესტერინის დონისა და სისხლის წნევის დარეგულირებას, სხეულში ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას, გულის კუნთისა და არტერიების გაძლიერებას.

5. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – გენეტიკა (მემკვიდრეობითობა)

გადახედეთ საოჯახო ისტორიას – თუ თქვენს ოჯახში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები უცხო მოვლენას არ წარმოადგენს, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები რეგულარულად.

6. ხვრინვა – პრობლემა, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

გაგიკვირდებათ, თუმცა ხვრინვა წარმოადგენს პრობლემას, რომლის მოსაგვარებლადაც დროულად უნდა მივიღოთ ზომები. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც აფერხებს სასუნთქი სისტემის მუშაობას და სწორად სუნთქვის პროცესს ძილის დროს, რის შედეგადაც საგრძნობლად იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი.

7. დიდი ულუფებით მარილის მიღება რამდენჯერმე ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს

ყველას გვიყვარს მარილი – ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც კერძებს საოცარ გემოსა და არომატს ანიჭებს. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობით ნატრიუმის მოხმარების შედეგად, რომელსაც მარილი ჭარბად შეიცავს, იზრდება სისხლის წნევა და ჩვენი გული გადადის მუშაობის აქტიურ რეჟიმზე, რაც სხვადასხვა პრობლემებს, შეფერხებებსა და დაავადებებს პროვოცირებს.

თუ გსურთ, კარგი ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ლეო ბოკერიას ეს რჩევები და რეკომენდაციები. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!