C და E ვიტამინით მდიდარი შრატი, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. მოიტოვეთ წარსულში კანის პრობლემები

1276

შემოგთავაზებთ ძალიან ძლიერი და ეფექტური შრატის რეცეპტს. C და E ვიტამინებით გაჯერებული საშინაო საშუალება ნამდვილი აღმოჩენაა თქვენი კანისთვის. შრატი აღადგენს, კვებავს და  აატენიანებს კანს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ფორთოხლის ქერქი
  • ვარდის წყალი 2 ს. კ.
  • გლიცერინი ნახევარი ს. კ.
  • E ვიტამინი 3 კაფსულა
  • ალოე ვერას გელი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით, ქერქი გაშალეთ ლანგარზე და გამოაშრეთ.

2. გამომშრალ ქერქს დაასხით ვარდის წყალი და გლიცერინი.

3. E ვიტამინის კაფსულებიდან გამოწურეთ შიგთავსი და შეურიეთ მომზადებულ მასას. თასს გადააკარით ფოლგა და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 6 საათი.

4. შემდეგ მსუბუქად დააბლენდერეთ და გაწურეთ.

5. ბოლოს ამატებთ ალოე ვერას გელს და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მზა შრატი გადაიტანეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში. რამდენიმე წვეთი დაიტანეთ სუფთა კანზე და თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით თანაბრად გაინაწილეთ. შემდეგ წაისვით საცხი.

შრატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია 6 თვე.