კანმა უკვე მეორე დღეს სილამაზისგან რომ იბრწყინოს, გამოიყენეთ ეს იაფი პროდუქტი დღესვე

41666

ჩვენი კანი ყოველდღიურად გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშაა, რასაც შეიძლება ვერც კი ვამჩნევდეთ, შემდეგ კი გვიკვირს, თუ რატომ გვიჩნდება ნაოჭები ნაადრევად, რატომ კარგავს კანი ელასტიკურობას და ჯანსაღ იერსახეს.

კანი მუდამ იდეალურად და შეუდარებლად რომ გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარულად ღრმა წმენდის პროცედურების ჩატარება.

პილინგი სახლის პირობებში

არსებობს პილინგ საშუალებების არაერთი რეცეპტი, რომლებიც სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შედგება. დღევანდელ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალების, წყალბადის ზეჟანგის შესახებ. ეს უნიკალური საშუალება მყისიერად შედის რეაქციაში კანის ცხიმთან და მარტივად წმენდს ფორებს დაგროვებული ჭუჭყისგან და სიბინძურისგან, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს ჩვენი კანის მოსავლელად.

წყალბადის ზეჟანგის კანთან ურთიერთქმედებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს კანის საფარზე. ის ანადგურებს ბაქტერიებს, აჯერებს უჯრედებს, გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ანელებს დაბერების პროცესს. თუ მასში ისეთ ინგრედეინტსაც ჩავამატებთ, რომელსაც ამქერცლავი ეფექტი აქვს, მივიღებთ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას შავი წერტილების, აკნესა და ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ წყალბადის ზეჟანგისთვის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ არის დამხასიათებელი. მისი გამოყენება გეკრძალებათ მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობისა და დერმატიტის ნებისმიერი ფორმის დროს. ყველა სხვა შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენება საშინაო პილინგისთვის ნებადართულია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროცედურის შემდეგ კანის მდგრადობა მზის ულრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენის მიმართ მცირდება, რის გამოც ამ საშუალების გამოყენება საღამოს საათებშია მიზანშეწონილი.

კანის მოსავლელად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ 3%-იანი კონცენტრაციით. უფრო მეტად კონცენტრირებული პრეპარატის გამოყენება არ ღირს, რადგან ასე შეიძლება დაიზიანოთ კანი. გარდა ამისა, არ გამოიყენოთ ეს საშუალება ზედმეტი სიხშირით, რათა თავიდან აირიდოთ კანის გამოშრობა.

ინსტრუქცია

თითოეული ტიპის კანისთვის არსებობს პილინგის სხვადასხვა ვარიანტები.

ჩვენი პირველი რეცეპტი გამოდგება ცხიმიანი ტიპის კანისთვის. აიღეთ 2 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ჩაამატეთ მასში 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად გადაურიეთ. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით თხელ ფენად სახის კანზე, მაქსმალურად მოერიდეთ კანს თვალების გარშემო. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ რეცეპტის გამოყენება გეკრძალებათ, თუ თქვენ მშრალი და ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ.

თუ თქვენ პრობლემური კანი გაქვთ და ხშირად გაწუხებთ გამონაყარი, ჩაიტარეთ პილინგ პროცედურა წყალბადის ზეჟნგითა და საპნის ქაფით. გლიცერინის ან უბრალო საბავშვო საპონი ააქაფეთ და ჩაამატეთ მასში რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი. ნელი წრიული მოძრაობებით წაისვით ის სახის კანზე, იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით და გაიჩერეთ ეს საშუალება 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება.

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი რეცეპტი – პილინგი წყალბადის ზეჟანგითა და ღრუბელათი (ბადიაგა). ეს საშუალება მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს, გაგითანაბრებთ რელიეფს, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გაახალგაზრდავებს კანს. ასეთი პილინგი გამოდგება ნებისმიერი ტიპის განისთვის. 1 სუფრის კოვზი ღრუბელას ფხვნილი ჩაამატეთ იმ რაოდენობით წყალბადის ზეჟანგში, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა.

წაისვით ის სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით, შემდეგ მოიშორეთ გრილი წყლით. თუ მშრალი ტიპის კანი გაქვთ, გიაჩერეთ ეს ნიღაბი მაქსიმუმ 15 წუთით და მაქსიმალურად მოერიდეთ კანს თვალების გარშემო.

ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ გაიჯანსაღოთ კანი სახლის პირობებში ისეთი უნიკალური და იაფი საშუალებით, როგორიც წყალბადის ზეჟანგია. მოუყევით ამის შესახებ თქვენს მეგობრებსაც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!