ზაფხული საუკეთესო დროა ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახალი ხილი და ბოსტნეული მაქსიმალურად გვიწყობს ხელს სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვებაში, ცხიმოვანი ფენების მოშორებაში და ოპტიმალური წონის მოპოვებაში.
ისინი აჯერებს და ავსებს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. განსხვავებით ტრანს-ცხიმებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტებისგან, ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მირთმევის შემდეგ თავიდან ვირიდებთ სხეულის პრობლემურ ზონებში და მონაკვეთებში ცხიმის უჯრედების ჩაგროვებას.
ბოსტნეულის დიეტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი კიტრია, რომელიც 95%-ით წყლისგან შედგება, ხოლო დარჩენილი 5% – ის სასარგებლო ნივთიერებებია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს გამართული მუშაობისთვის სჭირდება. კიტრი შეიცავს ტუტე მარილებსაც, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს და თავიდან გვარიდებს კენჭების ფორმირებას თირკემლებში. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული მდიდარია იოდის მარტივად ასათვისებელი შენაერთებითაც, რომლებიც აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. ვიტამინ B1, B2, C, კაროტინი, ქლოროფილი, ფოლიუმის მჟავა, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, ნატრიუმი, მაგნიუმი, ქლორი – ჩამონათვალი იმ სასარგებლო ნივთიერებებისა, რომელთაც ჩვენი საყვარელი ბოსტნეული შეიცავს.
კალიუმი, რომელსაც კიტრი შეიცავს, გვიწყობს ხელს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში. ეს ბოსტნეული მდიდარია უჯრედისითაც, რომელიც აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას. რაც შეეხება კიტრის წიპწებს, თესლებს, ისინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.
100 გრამი კიტრი შეიცავს მხოლოდ 15 კკალს – კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ ეს ბოსტნეული ჩვენი საუკეთესო დამხმარეა ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
კიტრის დიეტა
რა თქმა უნდა, ჩვენი კვების რაციონი მხოლოდ კიტრისგან არ უნდა შედგებოდეს. გთავაზობთ კვების მენიუს მთელი დღისთვის, რომელიც ჭარბი წონისგან გაგათავისუფლებთ, თანაც შიმშილის გაუსაძლისი შეგრძნება არ შეგაწუხებთ.
პროდუქტები დიეტისთვის:
- ნებისმიერი ხილი
- ხორბლის მთელი მარცვლებისგან დამზადებული პურის რამდენიმე ნაჭერი ან მოხარშული კარტოფილი
- 200 მლ დაბალცხიმიანი კეფირი ან მაწონი
- 300 გრამი დაბალცხიმიანი ხაჭო
- 150 გრამი თინუსი (ზეთის გარეშე)
- 2 მოხარშული კვერცხი ან 150 გრამი თეთრი ხორცი გრილზე
რაც შეეხება კიტრს, რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ. მიირთვით ეს სასარგებლო პროდუქტი იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ.
მიახლოებითი მენიუ
საუზმე
კიტრისა და ხახვის სალათი შეზავებული 200 მლ დაბალცხიმიანი მაწვნით, 2 კარგად მოხარშული კვერცხი.
საუზმესა და სადილს შორის
ერთი დიდი ზომის ვაშლი, ერთი ატამი ან 5 ცალი ქლიავი. ხილს მიანიჭეთ უპირატესობა სეზონის მიხედვით.
სადილი
რამდენიმე ნაჭერი მთელი მარცვლეულის პური, კიტრის სალათი (კიტრი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი) და 150 გრამი ქათმის მოხარშული მკერდი ან თევზი.
ლანჩი (სადილსა და ვახშამს შორის)
რამდენიმე კიტრი ან კიტრის სხვადასხვა კოქტეილები, რომელთა რეცეპტებს მარტივად მიაგნებთ ინტერნეტ სივრცეში.
ვახშამი
300 გრამი ხილი ან ამავე რაოდენობით დაბალცხიმიანი ხაჭო.
ეს არის მიახლოებითი მენიუ, რომელიც შეგიძლიათ, თავად დააკორექტიროთ. მთავარია, მიანიჭოთ უპირატესობა სტატიაში წარმოდგენილ იმ პროდუქტებს, რომლებიც სხეულის ოპტიმალური წონის მოპოვებაში გვეხმარება.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ბოსტნეულს, რადგან ისინი ვიტამინების, მინერალებისა და უჯრედისის ძალიან დიდ ნატურალურ წყაროს წარმოადგენს. მათი დახმარებით ნაწლავები მუშაობს გაცილებით უკეთ და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.
კიტრის ეს დიეტა მართლაც ძალიან ეფექტურია. 2 კვირაში თქვენ წონაში 4-დან 7 კილოდრამამდე დაიკლებთ, თანაც არ მიაყენებთ ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას.
არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისრუვებთ ყველაფერს საუკეთესოს!