რა არის სოლიტერი? სოლიტერი მოგრძო ფორმის თეთრი პარაზიტია, რომელიც ჩვენს სხეულში თასმისებრი ჭიების კვერცხების მოხვედრის შემდეგ ვითარდება. ამ უსიამოვნო მოვლენამდე შეიძლება მიგვიყვანოს როგორც ცუდმა ჰიგიენამ, ასევე ნახევრად უმი ღორისა და საქონის ხორცის, ან თევზის ზოგეირთი სახეობის მირთმევამ. სოლიტერის განვითარების კიდევ ერთი ხშირი მიზეზი დაბინძურებული სასმელი წყალია.
7 ნიშანი, რომელიც სხეულში ბინადარი სოლიტერის შესახებ გვაფრთხილებს
1. მუცლის ტკივილი
ყოველთვის, როდესაც ჩვენს მსხვილ ნაწლავში უცხო სხეული ხვდება, იწყება მუცლის ტკივილები. თუ ტკივილი მოულოდნელად იჩენს თავს, გრძელდება ხანგრძლივი პერიოდით და მეორდება რეგულარულად, დიდი ალბათობით, საქმე სოლიტერთან გვაქვს.
2. დიზენტერია
დიზენტერია – ნაწლავის ანთება, რომლის დროსაც ფეკალიებში სისხლი და ლორწო შეინიშნება. ამ უსიამოვნო მოვლენას საკმაოდ ხშირად ახლავს თან ქრონიკული დიარეაც.
3. დაღლილობა
თუ თქვენ მუდმივად დაღლილად გრძნობთ თავს და ამას ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნით, საქმე შეიძლება სხეულში ბინადარ პარაზიტებთან გქონდეთ. დაღლილობის გამომწვევი მიზეზი ენერგიის დაქვეითებაა, რომელსაც აქტიურად იყენებს ჩვენი იმუნური სისტემას სოლიტერისა და მისი მსგავსი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება მუდმივად დაღლილად გრძნობდეთ თავს, მკვებავი ნივთიერებების დაკარგვაა, რომელთაც სწორედ პარაზიტები გვართმევენ.
4. ჭიები ფეკალიებში
დიდი იმედი მაქვს, ამ უსიამოვნო მოვლენასთან საქმე არასდროს გექნებათ, თუმცა პარაზიტებით ინვაზიის დროს საკმაოდ ხშირად შეინიშნება ჭიები ფეკალიებში, რაც საგანგაშო სიგნალია.
5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებამ შეიძლება მიგვიყვანოს მადის დაქვეითებამდე, ქრონიკულ დიარეამდე, ღებინებისა და თავბრუსხვევის ხშირ შეგრძნებამდე.
6. სიყვითლე
სიყვითლე – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენი კანი და თვალის თეთრი გარსი იძენს ყვითელ ფერს. გამოდინარე იქიდან, რომ დროთა განმავლობაში სოლიტერი ზომებში იზრდება და სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ნაწლავებში, ფერხდება ნაღვლის გადინების პროცესი, რის შედეგადაც სხეულში იზრდება ბილირუბინის დონე – ღვიძლის ყვითელი პიგმენტი, რომელსაც სიყვითლემდე მივყავართ.
7. ღვიძლის დაზიანება
თასმისებრი ჭიების ლარვებს შეუძლიათ ნაწლავების დატოვება და ღვიძლში შეღწევა. როდესაც ისინი უკონტროლოდ რჩებიან, ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, რასაც თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილები, ზედა და ქვედა კიდურების შეშუპება, კანის გაღიზიანება, შარდის მუქად შეფერვა, ქრონიკული დაღლილობა და მადის დაქვეითება.
თუ თქვენ ჩამოთვლილი ნიშნები გაწუხებთ, დაუყონებლივ მიიღეთ საჭირო ზომები ჭიების, პარაზიტებისა და მათი კვერცხების გასანადგურებლად. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია. გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია!