ქუსლების კანის გაუხეშება, გარქოვანება და ბზარების გაჩენა – პრობლემა, რომელიც ქალბატონების უმრავლესობას გვაწუხებს. თუ გსურთ, ღია ფეხსაცმლის სეზონისთვის თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა.
ამ მალამოს რეცეპტი, რომელიც ხანმოკლე დროში თქვენი ქუსლების კანს სირბილესა და სიგლუვეს დაუბრუნებს, 1997 წელს გამოცემულ ჟურნალ “ФиС”-ში აღმოვაჩინე.
მალამოს მოსამზადებლად გვჭირდება 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირის ზეთი, 25 გრამი ცვილი და 1 დიდი ზომის ხახვი. დაჭერით წვრილად ხახვი და შეწვით ის მოცემული რაოდენობით მზესუმზირის ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. როდესაც ხახვი ოქროსფრად შეიფერება, ამოიღეთ ის ზეთიდან და ტაფაში 25 გრამი ცვილი ჩაამატეთ. დატოვეთ ცვილისა და ზეთის ნარევი ცეცხლზე იქამდე, სანამ მასა დუღილს დაიწყებს. დუღილის დაწყებიდან ზუსტად 1 წუთის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, მასა ოდნავ გააგრილეთ და გადაიტანეთ ის სუფთა მინის ქილაში. ცვილისა და ზეთის დუღილის დროს წარმოიქმნება ნალექი, რომელიც ქილაში არ უნდა გადაგყვეთ.
მალამოს გამოყენებამდე დაიბანეთ ფეხები, მსუბუქად გაიხეხეთ ქუსლები პემზით, შემდეგ გაიმშრალეთ და ზემოდან წაისვით ეს საშუალება. ყოველდღიური პროცედურებიდან მაქსიმუმ 2 კვირაში თქვენი ქუსლების კანი ძალიან რბილი, ნაზი და გლუვი გახდება, კოჟრები და ბზარები წარსულში დარჩება.
გარდა მოცემული მეთოდისა, არსებობს კიდევ არაერთი, მრავალჯერ გამოცდილი საშუალება, რომელიც სასურველ შედეგს მინიმალურ დროში მოგცემთ.
როგორ გავხადოთ ქუსლების კანი იდეალურად გლუვი
100 გრამი სამედინიცო სპირტის, 100 გრამი დაფქული ასპირინისა და 10 მლ იოდის ნარევი – საშუალება, რომელიც ბზარებსა და გარქოვანებულ კანს ხანმოკლე დროში მოგაშორებთ. უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, მოათავსეთ მუქი ფერის ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას. ყოველ საღამოს დაიმუშავეთ ქუსლები ამ ნარევში დასველებული ბამბით. ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო გახდება.
შეურიეთ ერთმანეთსი 2 სუფრის კოვზი გლიცერინი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. მიღებული ხსნარით დაიმუშავეთ ქუსლები დაძინების წინ. ყოველდღიური პროცედურებიდან ზუსტად 2 კვირაში თქვენი ქუსლები ძალიან ნაზი და გლუვი გახდება.
თუ ყოველ საღამოს ქუსლებზე თაფლს სქელ ფენად წაისვამთ, ზემოდან პოლიეთილენის პარკს გადაიხვევთ და მთელი ღამით დაიტოვებთ, ძალიან მალე თქვენი კანი ჩვილი ბავშვის კანივით ნაზი გახდება. ყოველდღიური პროცედურებიდან 1 კვირაში გარქოვანებული კანისგან კვალიც კი არ დარჩება.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ იზრუნოთ საკუთარ ქუსლებზე სახლის პირობებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებით თქვენც დაგეხმარებით.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისრუვებთ ყველაფერს საუკეთესოს!