ნიორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. გარდა სხვადასხვა კერძებისთვის უნიკალური გემოსა და არომატის მინიჭებისა, მას ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ პროდუქტს გონივრული რაოდნეობით მივირთმევთ.
ხალხური მედიცინის რეცეპტების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ნიორის შეიცავს, რადგან ის ძალიან ეფექტურია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის გადასაჭრელად და სხვადასხვა სერიოზული დაავადებების თავიდან ასარიდებლად.
ნიორი თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზს, გულის შეტევას, გულს იშემიურ დაავადებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, წმენდს სისხლძარღვებს და აძლიერებს მათ კედლებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს არტერიულ წნევას და ა.შ.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს და საიმედოდ გვიცავს ვირუსებისგან და ინფექციებისგან. ეს პროდუქტი ამცირებს დიაბეტისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო სიმპტომებსაც, ხელს გვიწყობს გადიდებული პროსტატისა და ოსტეოართრიტის მკურნალობაში.
ნიორი აუცილებლად უნდა მიიღოთ ნედლი სახით, თუ მისგან მაქსიმალური სარგებელის მიღება გსურთ, რადგან თერმული დამუშავების შემდეგ ნივთიერება ალიცინი, რომელიც ყველაზე ღირებულია ამ პროდუქტში, ნადგურდება.
იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობა, გაიძლიეროთ იმუნიტეტი და თავიდან აირიდოთ არაერთი სერიოზული დაავადება, ყოველდღიურად მიირთვით ნივრისა და თაფლის ნარევი.
თაფლი და ნიორი
- აიღეთ სამი კბილი ნიორი, დააქუცმაცეთ დანით და შეურიეთ 1 სუფრის კოვზ თაფლში.
- მიირთვით ყოველ დილას, საუზმობამდე 20 წუთით ადრე.
სარგებელი, რომელსაც ამ ნარევის ყოველდღიურად მირთმევით მიიღებთ, ძალიან დიდია. თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ სისხლძარღვებს, შეიმცირებთ ცუდი ქოლესტერინის დონეს, გაიძლიერებთ გულის კუნთს და არა მხოლოდ…
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. ირზუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!