ნიორი – ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც გვეხმარება არაერთი სერიოზული დაავადების განკურნებაში და პროფილაქტიკაში. უკვე არაერთი საუკუნეა, რაც ამ პროდუქტს კაცობრიობა წარმატებით იყენებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.
რა თქმა უნდა, ყოველთვის და ყველაფერში ზომიერების გამოჩენაა აუცილებელი. ისეთი სასარგებლო პროდუქტიც კი, როგორიც ნიორია, უნდა მოვიხმაროთ გონივრულად, რათა თავი არ იჩინოს უკუჩვენებებმა და გვერდითმა მოვლენებმა.
ყველაზე სასარგებლო მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის ნივრის ნედლი სახით მირთმევაა, რადგან მასში ბოლომდეა შენარჩუნებული სასარგებლო ვიტამინები და მიკროელემენტები. თერმული დამუშავების შედეგად ამ პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი იკარგება.
რატომ და რა შემთხვევაში უნდა მივირთვათ ნედლი ნიორი?
- ის არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს სხეულს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან, ტოქსინებისგან და წიდებისგან;
- ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ჩვენი ორგანიზმის თავდაცვით ძალებს. რეგულარულად ამ პროდუქტის მირთმევით შეძლებთ თავის დაცვას სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან;
- თუ ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ნიორი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. მიირთვით ის ნედლი სახით რეგულარულად, რათა გაიწმინდოთ ნაწლავები და აღიდგინოთ ჯანსაღი მიკროფლორა;
- მოცემულ პროდუქტს ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენი კანის მდგომარეობაზე;
- ნიორი ანელებს დაბერების პროცესს და გვინარჩუნებს კარგ ზოგად ჯანმრთელობას;
- ის ბოლომდე ანადგურებს ჩვენს სხეულში ბინადარ პარაზიტებს, ჭიებსა და მათ კვერცხებს.
ისეთი ასაკობრივი დაავადებები, როგორიც ალცჰეიმერი და გონებასისუსტეა, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ნედლი ნივრის რეგულარული მირთმევით. გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს.
დილით, გაღვიძებისას მიირთვით ერთი ან ორი კბილი ნიორი (აუცილებლად ნედლი სახით) და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი. ნივრის მირთმევიდან 15 წუთის შემდეგ აუცილებლად ისაუზმეთ.
ასე თქვენ ბოლომდე გაანადგურებთ ორგანიზმში ბინადარი ჭიებს, პარაზიტებსა და მათ კვერცხებს, გაიწმენდთ ნაწლავებს ტოქსინებისგან, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს, გაიჯანსაღებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ა.შ.
გასაოცარია, თუ რამდენი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა ერთი უბრალო და იაფი პროდუქტი, არა? ნიორი ნამდვილი საგანძურია, რომლითაც ბუნება გვაჯილდოებს!
იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სასარგებლო ინფორმაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!