როგორ მივიღოთ გოგრის თესლი, რათა გავანადგუროთ პარაზიტები და დავირეგულიროთ შაქარის დონე სისხლში

14242

გოგრის თესლის სამკურნალო და სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობები კაცობრიობას საკმაოდ შორეული წარსულიდან მოეპოვება.

მონო და პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, უჯრედისით, ცილებითა და მინერალებით მდიდარი ეს ნატურალური პროდუქტი ფლობს მართლაც არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

გოგრის თესლში საკმაოდ მაღალია თუთიის, მაგნიუმის, კალიუმის, სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობაც. სწორედ ეს ღირებული, ძვირფასი შემადგენლობა განაპირობებს გოგრის თესლის სამკურნალო თვისებებს.

მოცემული პროდუქტი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც, რის გამოც ხალხურ მედიცინაში ის ხშ ირად გამოიყენება საშარდე სისტემისა და პროსტატის ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დამარილებული და მოხარული გოგრის თესლი მის სამკურნალო პოტენციალს ბოლომდე კარგავს, რადგან თერმული დამუშავებისას მასში სასარგებლო მკვებავი ნივთიერებები ნადგურდება.

გოგრის თესლის სასარგებლო თვისებების მცირე ჩამონათვალი:

  • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;
  • არეგულირებს წნევას;
  • ამარცხებს ყაბზობასა და მეტეორიზმს;
  • აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას;
  • ანადგურებს სხეულში ბინადარ პარაზიტებს, ჭიებსა და მათ კვერცხებს;
  • ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.

როგორ მივიღოთ გოგრის თესლი? 

სხეულში ბინადარი პარაზიტები ბოლომდე რომ გაანადგუროთ, დაირეგულიროთ შაქრისა და ქოლესტერინის დონე სისხლში, დაამარცხოთ ყაბზობა და გაიუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობა, მიირთვით ყოველ დილას, უზმოზე დაახლოებით 200-250 გრამი გოგრის ნედლი თესლი. ეს არის ულუფა ზრდასრული პაციენტებისთვის. ბავშვების შემთხვევაში ყოველ დილას 100 გრამი გოგრის თესლის მირთმევაა რეკომენდებული.

როგორც უკვე გითხარით, ასე არა მხოლოდ ბოლომდე გაანადგურებთ პარაზიტებს, არამედ გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობასაც. უჯრედისით მდიდარი გოგრის თესლი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებსაც და გვინარჩუნებს სინაყრის შეგრძნებას ხანგრძლივი დროით. თუ თქვენ ჭარბი წონა გაწუხებთ, აუცილებლად დაიწყეთ დილა გოგრის თესლით!

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია გოგრის თესლი და როგორ უნდა მიიღოთ ის ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!