ყველა რჩევას შორის, რომელსაც ხალხური მედიცინის ექსპერტები გვიზიარებენ, ლიმონისა და სხვადასხვა სანელებლების ნაზავი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
ლიმონი, პილპილი და მარილი – კომბინაცია, რომლის შესახებაც ყველას გვსმენია. სწორედ მისი დახმარებითაა შესაძლებელი გაციებითი დაავადებების დამარცხება მათთვის დამახასიათებელი პრიველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის… სინამდვილეში, ამ ნაზავის გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართე აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე წარმომედგინა. ამ კომბინაციის დახმარებით, შესაძლებელია ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის სწრაფად და მარტივად დამარცხება. სააფთიაქო პრეპარატებისგან განსხვავებით, მოცემული ნაზავი არ აზიანებს ჩვენს შინაგან ორგანოებს.
მკურნალობა ლიმონით
1. გაციების დროს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ხველა გვაწუხებს, ექიმები დიდი რაოდენობით სითხის მიღებას გვირჩევენ. გამოჯანმრთელების პროცესი კიდევ უფრო რომ დააჩქაროთ, ოდნავ გაგრილებულ ჩაიში ჩაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. შეგიძლიათ, ლიმონის ნაჭრებს პირდაპირ ზემოდან მოაყაროთ ცოტა მარილი, პილპილი და შემდეგ მიირთვათ.
2. თუ ყელი გტკივათ, გამოივლეთ შემდეგი ხსნარი: 200 მლ თბილ წყალს დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 1/2 ჩ.კ. მარილი.
3. ფრჩხილის აბაზანები კიდევ უფრო ეფექტური გახდება, თუ მათში რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენსა და ერთ მწიკვ მარილს ჩაამატეთ.
4. თუ თქვენს აბაზანაში ლიმონის წვენსა და მარილს დაამატებთ, შეძლებთ ცელულიტებისგან გათავისუფლებას.
5. საშინელმა ნაბახუსევმა შეგაწუხათ? პომიდვრის მცირეოდენ წვენს დაუმატეთ რამდნიმე წვეთი ლიმონის წვენი, მწიკვი მარილი და პილპილი. ამ სასმელის მირთმევის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები აღარ შეგაწუხებთ.
6. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ყოველდღიურად მიირთვით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1/4 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა, 1 ს.კ. თაფლი და 2 ს.კ ლიმონის წვენი.
7. ღებინების შეგრძნება სწრაფადვე გაქრება, თუ მიიღებთ შემდეგ სასმელს: ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით მცირეოდენი ლიმონის წვენი და დაუმატეთ მწიკვი დაფქული შავი წიწაკა.
8. გიყვართ ახალი შეგრძნებები? თუ ლიმონის დაფქულ ცედრას, დაფქულ წიწაკასა და მარილს ერთმანეთში შეურევთ, მიიღებთ უგემრიელეს საზავს, რომელიც არა მხოლოდ მიანიჭებს კერძებს საოცარ, პიკანტურ არომატს, არამედ დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
მოგეწონათ სტატია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!