მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ? როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, აუცილებლად დაგეხმარებათ და მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ.
მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს საშუალება ჩემს ბებიას, რომელიც უკვე 81 წლისაა, ძალიან დაეხმარა. ის წლების განმავლობაში კატარაქტისგან იტანჯებოდა და ცალი თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა, მეორე თვალში კი მხედველობის რამდენიმე პროცენტიღა ჰქონდა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაზიანებულ თვალს ვერაფერი მოვუხეხეთ, თუმცა ამ საშუალებამ მეორე თვალზე ძალიან იმოქმედა. ბებია დღეს თავის ასაკთან შედარებით არაჩვეულებრივად ხედავს და აბსოლუტური სიბრმავისგან თავის დაღწევაში მას სწორედ ეს საშუალება დაეხმარა.
როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- ნახევარი კგ დაქუცმაცებული ნიგოზი
- 300 მლ ნატურალური თაფლი
- 4 ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
- 100 მლ ალოე ვერას გელი
- 100 მლ წყალი
მომზადებისა და მიღების წესი:
- პირველ რიგში, თქვენ ერთმანეთში უნდა შეურიოთ ალო ვერას გელი და მოცემული რაოდენობით წყალი. ბლენდერის გამოყენებით უნდა ურიოთ მაღალ სიჩქარეზე, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მიღებულ ნარევში ჩაამატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
- მზა მასა მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
- მიირთვით ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
- კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
კურსის გამეორებამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ მინიმუმ 2 კვირიანი შესვენება. გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი ბეტა-კაროტინის შემცველი პროდუქტებით. ამ ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია სტაფილოშია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!