მუცლის შებერილობა – პრობლემა, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტთან და უსიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ცხოვრებაში ერთხელ მაინც აბსოლუტურად ყველა ადამიანი დავმდგარვართ ამ ნაკლებად სასიამოვნო მოვლენის წინაშე.
რა იწვევს პრობლემას და როგორ ვებრძოლოთ მას? დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ ძალიან ეფექტური ნატურალური საშუალების შესახებ, რომელიც მუცლის შებერილობას სულ რამდენიმე საათში გაუმკლავდება, თანაც მისთვის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები არ არის დამახასიათებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პაციენტს რეცეპტში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა არ აწუხებს.
გარდა მუცლის შებერილობის დამარცხებისა, მოცემული საშუალება გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.
სანამ უშუალოდ რეცეპტზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გავერკვიოთ მუცლის შებერილობის გამომწვევ მიზეზებში.
რა იწვევს მუცლის შებერილობას?
- მჟავური რეფლუქსი;
- ყაბზობა;
- ლაქტოზის აუტანლობა;
- ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა);
- კუჭის გაღიზიანება.
გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, სავსებით შესაძლებელია, პრობლემას საფუძვლად ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები ჩაეყაროს. ესენია:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- კუჭის ან საკვერცხეების კიბო;
- კრონის დაავადება;
- პრემენსტრუაციული სინდრომი;
- ნაწლავის ჩხირები.
როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას სწრაფად, სააფთიაქო პრეპარატების მიღების გარეშე?
თუ მუცლის შებერილობამ შეგაწუხათ, სხვადასხვა აბების მიღების ნაცვლად, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, გირჩევთ, უპირატესობა ნატურალურ და ჩვენი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საშუალებებს მიანიჭოთ.
ჩიას თესლი – მუცლის შებერილობის პირველი მტერი!
მოცემული პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობებს საკმაოდ შორელ წარსულშიც კი ფლობდნენ და მას ხშირად იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ანტიოქსიდანტების, უჯრედისის, კალციუმის, ცილებისა და რთული ნახშირწყლების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ჩიას თესლი გვიწყობს ხელს არაერთი პრობლემისგან გათავისუფლებაში.
კარგი ქოლესტერინის დონის მატება, წონის შემცირება, თავისუფალი რადიკალების განადგურება, სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, მადის შემცირება, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაჯანსაღება – მცირე ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა, რომელთაც ჩიას თესლი მოგცემთ.
2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი შეიცავს:
- 137 კალორიას;
- 11 გრამ უჯრედისს;
- 4 გრამ ცილას;
- 5 გრამ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს;
- საკმაოდ დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას, კალიუმსა და B ჯგუფის ვიტამინებს.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
- ერთი ჩაის ჭიქა წყალი
- 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
ინსტრუქცია:
- ჩაალბეთ მოცემული რაოდენობით სელის თესლი ერთ ჩაის ჭიქა წყალში და დატოვეთ მინიმუმ ერთი საათით.
- დაყოვნებული მასა მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ.
- თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მოამზადეთ და მიირთვით ეს საშუალება ყოველთვის, როდესაც მუცლის შებერილობა შეგაწუხებთ, რათა პრობლემისგან სწრაფადვე გათავისუფლდეთ.
მოცემული საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!