ნატურაური ნაზავი მოგაშორებთ კილოგრამობით მავნე ნარჩენს და მოგიყვანთ იდეალურ ფორმაში ზაფხულისათვის

1036

ზაფხულის ულამაზესის სეზონი ახლოვდება. ყველას გვსურს, ამ დროისათვის ჩვენი სხეულის ფორმები გამოიყურებოდეს ლამაზად და მიმზიდველად. როგორ ვიქცევით სასურველი მიზნის მისაღწევად? როგორც წესი, ვიცავთ სხვადასხვა მკაცრ დიეტებს და ვაწესებთ მკაცრ შეზღუდვებს, რაც სწორი მიდგომა ნამდვილად არ არის. ყოველთვის გახსოვდეთ, შიმშილით დაკლებული კილოგრამები უკან ძალიან სწრაფად, ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.

უკეთესი იქნება, თუ ჭარბი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების პრობლემას გონივრულად მივუდგებით. იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისაგან, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებაზე და ნაწლავებში დაგროვებული კილოგრამობით მავნე ნარჩენის მოშორებაზე. ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს ჩვენი დღევანდელი რეცეპტი.

კეფირი, შავი ქლიავი, სელის ზეთი და შვრია – ნაზავი, რომელიც ნაწლავების მუშაობის სტიმულირების ხარჯზე, ბოლომდე მოგაშორებთ სხეულიდან მავნე ნარჩენებს და საგრძნობლად დააჩქარებს ცხიმოვანი ფენების წვის პროცესს. გარდა ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლებისა, ეს საშუალება ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის, რაც მასში სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ძალიან მაღალი შემცველობითაა განპირობებული.

ნატურალური ნაზავი ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები
  • 250 მილილიტრი კეფირი ან ნატურალური მაწონი (შედარებით დაბალცხიმიანი)
  • 5-6 ცალი შავი ქლიავის ჩირი (კურკების გარეშე)
  • 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი

ინსტრუქცია: 

  1. შავი ქლიავის ჩირს ამოაცალეთ კურკები, კარგად გარეცხეთ და დაასხით თბილი ანადუღარი წყალი. დააყოვნეთ 10-15 წუთით და შემდეგ გადაღვარეთ სითხე.
  2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში შვრიის ფანტელები და სელის ზეთი.
  3. შვრიისა და სელის ნაზავში დაამატეთ კეფირი და კარგად გადაურიეთ.
  4. თბილ წყალში დაყოვნებული შავი ქლიავის ჩირი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაუმატეთ მომზადებულ ნარევს.
  5. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ ამ მასას და შემდეგ დააყოვნეთ მაცივარში 10 საათით.

საღამოს მომზადებული ამ საკმაოდ გემრიელი, თანაც ძალიან სასარგებლო ნაზავით ისაუზმეთ მეორე დილას. მიირთვით ეს საშუალება ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში და შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 2 კვირიანი შესვენება.

გარდა ნივთიერებათა ცვლისა და ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებისა, მოცემული ნაზავი ძალიან სასარგებლოა მთელი ჩვენი სხეულისათვის. ის მოამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც.

თუ კეფირის ამ სასმელს 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღებთ, შეძლებთ ნაწლავებიდან კილოგრამობით მავნე ნარჩენის მოშორებას, რაც დადებითად აისახება თქვენი თმისა და კანის მდგომარეობაზეც.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!