წყალი და ვაშლის ძმარი ათასი და კიდევ ერთი პრობლემის წინააღმდეგ

22589

ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ყველაზე ხშირად ამ პროდუქტს ვიყენებთ სამზარეულოში სალათებისა და სხვადასხვა კერძების შესაზავებლად, რადგან ის ნებისმიერი საკვების გემოვნურ თვისებებს კიდევ უფრო აძლიერებს და აუმჯობესებს.

იცოდით, რომ გარდა კულინარიაში ფართო გამოყენებისა, ვაშლის ძმარს საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებში? ეს ფაქტი განპირობებულია ვაშლის ძმრის მდიდარი სასარგებლო შემადგენლობითა და მთელ ჩვენს ორგანიზმზე მისი დადებითი გავლენით.

რკინა, კალციუმი, კალიუმი და სპილენძი – ორგნიზმის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ვაშლის ძმარი. იცოდით, რომ ვაშლის ძმარს მედიცინაში გამოყენების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს? ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ ამ პროდუქტს ჯანმრთელობის არაერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები

ვაშის ძმრის შეძენას შეძლებთ ნებისმიერ სუპერმარკეტში, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. მთავარია, დარწმუნდეთ იმაში, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ნატურალური და მაღალხარსიხიანია.

საუკეთესო გზა ვაშლის ძმრისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, მისი წყალში გახსნა და უზმოზე პირდაპირ მირთმევაა (1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჩაის ჭიქა წყალზე).

რატომ უნდა მივირთვათ ვაშლის ძმარი?

  1. თუ ყოველ დილას ერთ ჭიქა წყალში განზავებული ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმრით დაიწყებთ, შეძლებთ მთელი ორგანიზმის, განსაკუთრებით კი ნაწლავების ბოომდე გაწმენდას.
  2. ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი ნატურალური მატონიზირებელი საშუალებაა, რომელიც უმარტივებს ჩვენს ორგანიზმს მიღებული საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისების პროცეს, თავიდან გვარიდებს სიმძიმის განცდას მუცელში და გვიცავს გაზების ფორმირებისგან.
  3. ის მოგაშორებთ ტოქსინებსა და წიდებს მთელი სხეულიდან.
  4. ვაშლის ძმარს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ლიმფური სიტემის მუშაობაზე. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში და გამოაქვს ორგნიზმიდან მავნე ნივთიერებები.
  5. მოცემული პროდუქტი არაჩვეულებრივია წნევიანებისთვის. ვაშლის ძმარი ამცირებს წნევას და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.
  6. ვაშლის ძმარი აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს სხეულში, რის შედეგადაც თავიდან ვირიდებთ მავნე მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებას ორგანიზმში.
  7. ნებისმიერი გამოცდილი დიეტოლოგი დაგიდასტურებთ, რომ ვაშლის ძმარი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმში. გარდა ამისა, ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ლეციტინსა და ვიტამინ B6-ის – ორივე ნივთიერება აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს.

ვაშლის ძმარი – საუკეთესო საშუალება პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად! 

თუ გაწუხებთ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის პრობლემა, ვაშლის ძმარი აუცილებლად დაგეხმარებათ! ყოველ დილას გამოივლეთ შემდეგი ხსნარი: ნახევარ ჩაის ჭიქა (100 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით ნახევარი სუფრის კოვზი (10 მლ) ვაშლის ძმარი. ეს საშუალება ბოლომდე გაანადგურებს მავნე ბაქტერიებს პირის ღრუში და მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს.

ვაშლის ძმარი – აკნეს ძლიერი მტერი! 

თუ სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ, რომელსაც ვერაფრით იშორებთ, აუცილებლად ცადეთ ვაშლის ძმარი. 1 სუფრის კოვზ ძმარს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ოთახის ტემპერატურის წყალი და კარგად მოურიეთ. მიღებულ ხსნარში კარგად დაასველეთ ბამბის დისკი და აქტიურად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი გრილი წყალით. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში აკნესგან კვალიც აღარ დარჩება!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!