თუ ხელები და ფეხები ხშირად გიბუჟდებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თავი, რადგან ეს უსიამოვნო პრობლემა შეიძლება წარმოადგენდეს არაერთი საკმაოდ სერიოზული პროგრესირებადი დაავადების სიმპტომს (ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი და ა.შ.). გარდა დისკომფორტის საშინელი შეგრძნებისა, კიდურების დაბუჟებას ხშირად აუტანელი ტკივილები ახლავს თან.
როგორ ვებრძოლოთ პრობლემას?
ხალხური მედიცინა გვთავაზობს არაერთ საშუალებას ამ უსიამოვნო პრობლემის გადასაჭრელად. ყველა ამ საშუალების ეფექტურობა, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ…
ძიძო – პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლოვანი მცენარე, რომელიც სწრაფად უმკლავდება კიდურების დაბუჟების პრობლემას. ფიტოთერაპევტების რეცეპტი: ერთი მწიკვი ძიძოს გამომშრალი და დაფქული ბალახი დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, კარგად მოურიეთ და მიეცით დრო გასაგრილებლად. მიირთვით პირველი ულუფა დილას, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე. ერთ დღეში ძიძოს ჩაი უნდა დალიოთ სამი ფინჯანის ოდენობით. ორ დღიან კურსებს შორის აკეთეთ 1 კვირიანი შესვენება.
თუ კიდურების ხშირი დაბუჟება გაწუხებთ, აუცილებლად ცადეთ კონტრასტული აბაზანები. მოათავსეთ ხელები და ფეხები ჯერ ცხელ, შემდეგ კი ცივ წყალში (კონტრასტულ აბაზანებს შორის აკეთეთ რამდენიმე წუთიანი ინტერვალები). პროცედურის შემდეგ აუცილბლად დაიმუშავეთ კიდურები გამახურებელი ეფექტის მქონე ნებისმიერი მალამოთი და შეიხვიეთ თბილად. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.
ქაფურის მალამოსა და ევკალიპტის ზეთის ნაზავი არაჩვეულებრივი საშუალებაა ტკივილისა და კიუდრების დაბუჟების პროფილაქტიკისთვის. უბრალოდ დაიმუშავეთ ხელები და ფეხები ასეთი ნარევით ყოველ საღამოს, დაძინების წინ.
აუცილებლად გაავარჯიშეთ ხელები და ფეხები რეგულარულად, რათა აღდგენს სისხლის ნორმალური მიმოქცევა კიდურებში. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა კიდურების ხშირი დაბუჟების თავიდან ასარიდებლად.
თუ ხელები ხშირად გიბუჟდებათ, გოგრა აუცილებლად დაგეხმარებათ. მოამზადეთ ფაფა მისი რბილობისგან, ოდნავ შეათბეთ და კარგად შეიზილეთ ხელებზე (დაწყებული თითებიდან, დამთავრებული მხრით). საოცარ შვებას მყისიერად იგრძნობთ!
დაჭერით კიტრის მარინადი პატარა კუბიკებად, დაუმატეთ დაახლოებით ანალოგიური რაოდენობით წითელი ცხარე წიწაკა და დაასხით ნახევარი ლიტრი ოჯახის არაყი. მიღებული ნარევი დააყოვნეთ ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ რეგულარულად შეიზილეთ ის კიდურებში.
100 მილილიტრ მცენარეულ ზეთში დაამატეთ 10 გრამი შავი დაფქული წიწაკა, დადგით დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ 30 წუთით (ურიეთ მუდმივად). მზა საშუალება გადაიტანეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში და რეგულარულად კარგად შეიზილეთ ის კიდურებში.
ყველა ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბენდიერებას!