არსებობს სამწუხარო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ აშშ-ში 4,9 მილიონი პაციენტი ღვიძლის დაავადებებისაგან იტნაჯება, დღეში საშუალოდ 40 000 შემთხვევა კი სავალალოდ სრულდება.
ჩვენს დროში, როდესაც გვიწევს ცხოვრება ნაკლებად ჯანსაღ ეკოლოგიურ პირობებში, ვიკვებით არასწორად, ვმუშაობთ სტრესულ გარემოში, ვეტანებით ალკოჰოლს და გვახასიათებს კიდევ სხვა არაერთი მავნე ჩვევა, ასეთი საშინელი სტატისტიკის არსებობა გასაკვირი სულაც არ არის.
იცოდით, რომ სწორედ ღვიძლია ის ორგანო, რომელიც განუწყვეტლივ რეჟიმში ფილტრავს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს? თუ მას ხელს არ შევუწყობთ, სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სხვადასხვა სახის შეფერხებებმა ღვიძლის მუშაობაში.
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ღვიძლის დაავადებების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდნენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, ის პაციენტები, რომელთაც აწუხებთ მე-2 ტიპის შაქიანი დიაბეტი და მამაკაცები, რომლებმაც 50 წელს გადააბიჯეს.
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი უჯრედულ დონეზე
ამ ნატურალურ სასმელს, რომელზეც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, აქვს ძალიან დადებითი გავლნეა ღვიძლის მუშაობაზე. ოდნავ მოგვიანებით განვიხილავთ, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ სასმელის თითოეული კომპონენტს ჩვენი ორგანიზმისთვის.
ინგრედიენტები:
- 6 ჩაის ჭიქა წყალი
- 3 ლიმონი
- 1 ჩაის ჭიქა ოხრახუში (წვრილად დაქუცმაცებული)
- 5 ღერო ნიახური
მომზადების წესი:
ლიმონი გათალეთ, დაჭრით პატარა კუბიკებად და ამოაცალეთ წიპწები. ყველა ინგრედიენტი, გარდა წყალისა, მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ დაუმატეთ წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
ნატურალური მწვანე კოქტეილი, რომელიც არა მხოლოდ წმენდს ჩვენს ღვიძლს, არამედ აქვს დადებითი გავლენა მთელ ორგანიზმზე, მზად არის!
რატომ არის ეს სასმელი ასეთი სასარგებლო ღვიძლისათვის?
წყალი
როგორც ყველამ კარგად ვიცით, წყალი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი მკურნალია. სწორედ მას გამოაქვს ჩვენი სხეულიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ტოქსნიდები და მავნე ნივთიერებები. მთელმა სხეულმა გამართულად რომ იმუშაოს, პირვე რიგში, აუცილებელია მისი სათანადოდ ჰიდრარტირება.
ლიმონი
ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლიმონი იცავს ჩვენს ღვიძლს დაზიანებისაგან. გარდა ორგანიზმის დეტოქსიკაციისა, ეს არომატული ციტრუსი ამარაგებს ჩვნეს სხეულს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.
ოხრახუში
ოხრახუში მდიდარია ისეთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა: ლუტეოლინი, აპიგენინი, ლიკოპინი, ბეტა-კაროტინი და ალფა-კაროტინი. ეს ანტიოქსიდანტები ეფექტურად ებრძვის და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს ჩვენს სხეულში, ამცირებს და ახშობს ანთებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ა.შ.
ნიახური
სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ნიახურს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ღვიძლზე. განსაკუთრებით მაღალია ამ ბოსტნეულში C, K და B6 ვიტამინების, კალიუმისა და ფოლატის შემცველობა.
როგორ მივირთვათ მწვანე კოქტეილი?
დღეში სამჯერ დალიეთ ის მინიმუმ 2 ჩაის ჭიქის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. სასმელის ულუფა, რომელსაც ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან მიიღებთ, გეყოფათ ერთი დღე. ყოველი დღისათვის უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა. კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. თუ მის გამეორებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გააკეთეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება.