როგორი შურისძიება იციან ზოდიაქოს ნიშნებმა. თევზები პირანიები ხდებიან, ვერძები კი უყოყმანოდ უტევენ

6215

როგორ მოიქცეოდით, თქვენთვის ვინმეს ზიანი რომ მოეტანა? აპატიებდით, თუ შურისძიების მზაკვრულ გეგმას დაისახამდით? დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები მაშინ, როდესაც მათთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ.

ვერძი პირდაპირ შეტევაზე გადადის

ზოდიაქოს ეს ნიშნები პლანეტა მარსის მმართელობის ქვეშ არიან, რის გამოც ისინი ბევრი ყოყმანის გარეშე რეაგირებენ ნებისმიერ შეაურაცხყოფაზე. გულნატკენი ვერძი – ყველაზე საშიში ადამიანი, რომელიც ცუდ საქციელზე პასუხს აუცილებლად გაგებინებთ.

მათი ტემპერამენტი და პირადპირობა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საკმაოდ საშიშ მტრებად აქცევს. ვერძებს მარტივად შეუძლიათ, მხოლოდ სიტყვით მოგაყენოთ უდიდესი ტკივილი. უფრთხილდით მათ და ეცადეთ, არასდორს მოხვდეთ ვერძის სამიზნეში.

კურო არასდროს არაფერს ივიწყებს 

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არასდროს არაფერს ივიწყებენ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მათ იმედებს გაუცრუებთ. მომენტალური შურისძიება მათი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. კუროები ყოველთვის გონივრულად მიუდგებიან საკითხს და დაელოდებიან შესაფერის მომენტს, რათა მტერზე მინიმუმ რამდენიმე ნაბიჯით წინ იყვნენ.

თუ კუროები მივლენ იმ ზომამდე, რომ ადამიანზე შურისძიება დაგეგმონ, ამ წყენას ცხოვრებაში აღარასდროს აპატიებენ და მათი ადგილი ყოველთვის “შავ სიაში” იქნება.

ტყუპების ჩანაფიქრების ამოცნობა შეუძლებელია

ადმიანები, რომლებიც ამ თანავარსკვლავედის ქვეშ არიან დაბადებულები, აზროვნების განსაკუთრებულობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. წინასწარ მათი ნაბიჯის განსაზღვრა, თუ რას მოიმოქმედებენ კონკრეტულ სიტუაციაში, არც ისე მარტივია.

თუ ტყუპებს ან მათ საყვრელ ადამიანს აწყენინებთ, ისინი შურის საძიებლად მსოფლიოში ყველაზე მზაკვრულ გეგმას შეიმუშვებენ – დაახლოებით ისეთს, როგორიც საშინელებათა ფილმების სიუჟეტია.

არც ის არის გამორიცხული, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უშუალოდ შურისძიების მომენტში აზრი შეიცვალონ და გაპატიონ, ცხოვრება კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ, გულში წყენის ჩადების გარეშე.

კირჩხიბი შურისძიების მომენტში დაუნდობელი იქნება

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიეკუთვნებიან ადამიანების ზუსტად იმ კატეგორიას, რომლებიც ყოველთვის შურისძიებას ცდილობენ, ან მინიმუმ ხშირად ფიქრობენ ამაზე. მათი შურისძიების წყურვილის მიზეზად შეიძლება იქცეს წვრილმანი, ძალინ უმნიშვნელო საკითხებიც კი.

თუ თავადაც არ იცით, რატომ აღმოჩნდით კუროს სამიზნის ქვეშ, მიზეზების გარკვევის მცდელობას უბრალოდ აზრი არ აქვს, ისინი თვისას მაინც გაიტანენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები საკმაოდ გულკეთილები არიან, მათი შურისძიება შეიძლება საშინელი აღმოჩნდეს.

ლომის შურისძიება ცუნამს ჰგავს

ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაიბდნენ, ღირსეულები, საკმაოდ ჭკვიანები, გონიერები და ქედმაღლები არიან. სწორედ მათი ამ თვისებების გამო, ხშირად უცრუვდებათ იმედები სხვა ადამაინებისგან. ლომებისათვის მთავარი ხომ ღირსება და ღირსეული საქციელებია, შეცდომას კი რთულად პატიობენ.

თუ ამ ადამიანებმა შურისძიება დაგეგმეს, ისინი აბსოლუტურად ყველა ხერხს მიმართავენ თქვენს გასანადგურებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, არ არსებობს არანაირი შანსი, რომ ლომი გაპატიებთ რაიმე ისეთს, რამაც მას ზიანი მოუტანა ან გული ატკინა. არც კი გაბედოთ იმის იმედად ყოფნა, რომ ის ვერ გაგანადგურებთ.

ქალწულების მთავარი კოზირი დამცირების კარგი უნარია

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შურისძიების თავისებური გზები აქვთ. თუ მათ აწყენინებთ ან ზიანს მოუტანთ, ემოციების მოზღვავების და მოჭარბების ფონზე ქალწულებს შურის საძიებლად დრო არ ექნებათ.

ისინი საკმაოდ ემოციური ადამიანები არიან, რომლებიც მიმტევებლობითაც კი გამოირჩევიან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ. თუ ქალწულს რაიმე ისეთი დაუშავეთ, რომ მან შურისძიება განიზრახა, იცოდეთ, რომ მთელი ცხოვრება უბედური იქნებით. ისინი დაგამცირებენ ყოველთვის და ყველგან, თანაც ეს ვირტუოზულად გამოსდით.

სასწორების ვენდეტა – დუმილი

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისათვის ამ ცხოვრებაში ყველაზე ფასეული სამართლიანობაა. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანებს ძალიან უყვართ დრამატიზმი კონფლიქტურ სიტუაციებში და ყოველთვის ცდილობენ მომენტის გამწვავებას იქამდე, სანამ ყველაფერი ნამდვილ ომში არ გადაიზრდება.

მათი ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური ტაქტიკა – ცივი, ტოტალური დაიგნორება. სასწორების ასეთი ქცევა თქვენთან მიმართებაში შესაძლებელია, წლებიც კი გაგრძელდეს. თუ შეცდომას მის მიმართ გულწრფელად მოინანიებთ, ის აუცილებლად გაპატიებთ.

თუ მორიელმა შურისძიება დაგეგმა, გაიქეცით

თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს გული დაწყვიტეთ ან ცუდად შეეხეთ, სჯობს მისგან თავი შორს დაიჭიროთ. თუ საჭირო გახდება, სამსახურიც კი შეიცვალეთ. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ მორიელები ნამდვილი ჩემპიონები არიან, როდესაც საქმე შურისძიებას ეხება.

ამ ადამიანებს ძალიან აქვთ დაქვეითებული პატიების უნარი, მათი შურისძიება კი ყოველთვის კარგად მოფიქრებული და იდეალურად გააზრებულია. რა არის ყველაზე ცუდი მორიელების შურისძიებაში? ამ თამაშს დასასრული არასდროს აქვს…

მშვილდოსანს უფრო შეეცოდებით, ვიდრე შეზიზღდებით

რაც შეეხება ზოდიაქოს ამ ნიშანს, მისი წარმომადგენლები არასდროს გადაზრდიან კონფლიქტურ სიტუაციას სისხლიან დპირისპირებაში. თავისუფლების მოყვარული, მსუბუქი ხასიათით გმორჩეული მშვილდოსნებისთვის ცხოვრება ასე გაცილებით მარტივია.

თუ მშვილდოსანს აწყენინებთ, მას უფრო მეტად შეეცოდებით, ვიდრე შეზიზღდებით. თუ მაინც მოახერხეთ ამ ადამიანების შურისმაძიებელი ნატურის გამოღვიძება, უნდა ელოდეთ სწრაფ რეაგირებას და ძალიან დიდ ტკივილს.

თხის რქებისათვის შურისძიება ცივი კერძივითაა

თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შურისძიება დაგეგმეს, ისინი ყველა წესის დაცვით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და მინიმალური ემოციებით მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

თუ თხის რქამ სამიზნეში ამოგიღოთ და მტრად აღგიქვამთ, ტაქტიკურად, ნამდვილი მეომარივით მიუდგება თქვენი განადგურების საკითხს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თხის რქები საკმაოდ ცივსისხლიანები არიან, თუ მათთვის ან მათი საყვარელი ადამიანებისთვის ვინმეს ზიანი მოაქვს. თუ შეცდომას გულწრფელად მოინანიებთ, პატიების მცირედი შანსიც შეიძლება გაგიჩნდეთ.

მერწყულებს შურის ძიება არ უყვართ

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შურის ძიების გეგმას ძალიან იშვიათად ისახავენ. მათ აქვთ უნარი, იყვნენ ემოციურად საკმაოდ შორ დისტანციაზე კონფლიქტური სიტუაციებიდან და არ გაამწვავონ გარშემო განვითარებული მოვლენები.

თუ მაინც შეძელით მასში მებრძოლი ხასიათის გაღვიძება, მერწყული ყველაფერს ხმამაღლა და ხმაურიანად გააკეთებს, შემდეგ კი საერთოდ ამოგშლით მისი ცხოვრებიდან.

თევზები პირანიები ხდებიან

რაც არ უნა გასაკვირი იყოს, ზოდიაქოს ამ საკმაოდ ემოციურ და ნაზ წარმომადგენელს ნამდვილ პირანიად შეუძლია გადაქცევა, როდესაცმას ზიანს აყენებენ. თუ თევზებმა შურისძიება დაგეგმეს, ისინი დიდ ტკივილს აუცილებლად მოგაყენებენ.

თუ თევზებს ძლიერად გაუცრუებთ იმედებს, მთელი ღამე მათ გონებაში თქვენი განადგურებისა და წამების მრავალფეროვანი სცენარები იტრიალებს. იყავით დარწმუნებული, რომ ის უკან აღარასდროს დაიხევს და შურისძიების საშინელ გეგმას აუცილებლად განახორციელებენ.