კურკუმის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტითა და კვლევით არის დადასტურებული. ეს არომატული სანელებელი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური ძლიერი თვისებებით გამორჩეული პროდუქტია.
თუ მას კვების ყოველდღიურ რაციონში დაამატებთ, შეძლებთ იმუნური სისტემის გაძლიერებას, სისხლის მიმოქცევის პროცესის მოწესრიგებას და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, აუცილებლად გამოიყენეთ კურკუმა, თუ თქვენი მიზანი ორგანიზმის გაწმენდა და ჭრბი კილოგრამების მოშორებაა.
არომატული სასმელი მთელი ორგანიზმი დეეტოქსიკაციისთვის
ინგრედიენტები:
- 3 ლიტრი წყალი
- 2-3 საშუალო ზომის ლიმონი
- 2 ს.კ. კურკუმის ფხვნილი
- 150 მლ ნატურალური თაფლი
ინსტრუქცია:
- აიღეთ მინის სამ ლიტრიანი ქილა და შეავსეთ ის ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალით.
- დაუმატეთ მას თაფლი და კურკუმა, შემდეგ კარგად მოურიეთ.
- სამივე ლიმონი გახეხეთ რაც შეიძლება წვრილ სახეხზე (თავის ცედრასთან ერთად).
- მიღებული ფაფისებრი მასა დაამატეთ მომზადებულ სასმელში, კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ და დააყოვნეთ მაცივარში 24 საათით.
დაყოვნებული სასმელი გადაწურეთ ახალ ჭურჭელში და დაიწყეთ მისი მიღება 120 მილილიტრის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 3 კვირა. როდესაც სასმელი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.
ამ დროში თქვენ არა მხოლოდ ბოლომდე გაიწმენდთ ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან, არამედ საგრძნობლად დაიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას და შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.
სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ ამ არომატულ სასმელს დადებითი გავლენა აქვს მთელი ჩვენი ორგანიზმის მუშაობაზე. მისი მიღება უკუჩვენებითია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მწვავე გასტრიტი და კუჭის მომატებული მჟავიანობა გაწუხებთ.