როგორი პიროვნება ხართ სინამდვილეში? შეკარით მუჭი დაუფქირებლად და დააკვირდით მას

15437

არსებობს არაერთი წვრილმანი, რომელთაც ჩვენი ხასიათისა და პიროვნული თვისებების შესახებ მრავალი საინტერესო ფაქტის მოთხრობა შეუძლია. ადამიანის ყურის ფორმა, ხაზების განლაგება და სიგრძე ხელისგულზე, საყვარელი ფერი, საუბრის მანერა დგომის – ერთი შეხედვით ამ ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტებს ჩვენი საიდუმლოებების გამჟღავნებაც კი შეუძლია.

წარმოდგიდგენთ მარტივ ტესტს, რომელიც დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში.

სწრაფად, დაუფიქრებლად შეკარით მუშტი და შემდეგ დააკვირდით მას. 

თუ ცერა თითი სხვა თითებს მაღლა მოექცა

თუ მუჭის შეკვრის დროს თქვენი ცერა თითი მოდუნებულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც არაჩვეულებრივად გამოსდის სიყვარული, თანაგრძნობა და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა.

ეგოიზმი – თვისება, რომელსაც თქვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან საკმაოდ ხშირად საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისთვის მათ საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გაქვთ წარმოსახვის მდიდარი უნარი და ხართ უზომოდ ცნობისმოყვარე.

ცერა თითი მოხრილია

თუ მუჭს ნამდვილი ბოქსიორივით კრავთ, ეს ნიშნავს, რომ შემოქმედობითობის ნიჭით დაჯილდოებული და საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ხართ. გაგაჩნიათ ღირსება, რომლის შელახვასაც არასდროს არავის აპატიებთ.

თქვენი მთავარი მიზანია, რომ სხვა ადამიანები გეპყრობოდნენ პატივისცემით. შეიძლება ითქვას ისიც, რომ საკმაოდ მაღალი თვითშეფასება გაქვთ, თუმცა რაიმეს ან ვინმეს დაკარგვის შიშით ძალიან გიჭირთ თამამი გადაწყვეტილებების მიღება და ნაბიჯების გადადგმა.

ცერა თითი სხვა თითებს შორისაა მოქცეული

თუ მუჭის შეკვრის დროს თქვენი ცერა თითი სხვა თითებს ქვემოთ ექცევა, ეს ნიშნავს, რომ ზედმეტად ემოციური ადამიანი ბრძანებით. მეგობრები ხშირად გხედავენ მოწყენილს, თუნდაც ამის რეალური მიზეზი და საფუძველი არ გქონდეთ.

გარშემომყოფი ადამიანები თქვენ საკმაოდ კეთილ და მიმზიდველ ადამიანად მიგიჩნევენ, რაც 100%-ით შეესაბამება რეალობას. გულწრფელად შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან დიდი ზიანი მოგიტანათ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ეს ტესტი რეალობას?