მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ქირომანტიის, წინასწარმეტყველების ეს უძველესი ტექნიკა სარგებლობს დიდი პოპულარობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქირომანტია შეიქმნა ინდოეთში, როგორც ინდური ასტროლოგიის ერთ-ერთი განშტოება. მოგვიანებით ის გავრცელდა და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ძველ ჩინეთში, საბერძნეთში, სპარსეთში, სამხრეთ აფრიკასა და ევროპაში.
მომავლის განსაზღვრა ხელისგულზე არსებული ხაზების მიხედვით – ქირომანტიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა. მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა წინასწარმეტყველების, დაგვითმეთ მცირე დრო, რათა შეიტყოთ, თუ რას ნიშნავს თქვენს ხელისგულზე გამოსახული ლათინური სიმბოლო “M”.
ქირომანტების მტკიცებით, ადამიანი, რომლის ხელისგულზეც ხაზების კვეთით “M” სიმბოლოა გამოსახული, განსაკუთრებულია. იღბალი, კარგი ინტუიცია, ამბიციურობა, ლიდერობისადმი მიდრეკილება, სიმდიდრისა და ფუფუნების მიზიდვა – იმ ადამიანების ძირითადი მახასიათებელი თვისებები, რომელთაც ხელისგულზე ეს სიმბოლო აქვთ გამოსახული.
სანამ საკუთარ ხელისგულს დააკვირდებით, გაითვალისწინეთ, რომ წინასწარმეტყველებისათვის უნდა იმკითხაოთ თქვენი დომინანტი ხელით.
თუ თქვენს დომინანტ ხელზე ლათინური სიმბოლო “M” არის გამოსახული, ქირომანტების აზრით, ძალიან გაგიმართლათ. სიმდიდრე, წარმატება და იღბალი – ის, რაც ცხოვრებაში არასდროს მოგაკლდებათ.